გახდით თეატრალური სცენის ნაწილი – SEU-ს თეატრალური დასის ქასთინგი სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის

ხელოვნება

თუ გსურთ გახდეთ მოყვარული მსახიობი, შეისწავლოთ მსახიობის ოსტატობა, პლასტიკა, მეტყველების კულტურა, ვოკალი, ითამაშოთ სპექტაკლებში, მონაწილეობა მიიღოთ ფესტივალებში და გქონდეთ დაუვიწყარი შემოქმედებითი ცხოვრება, საქართველოს ეროვნული უნიერსიტეტი SEU-ს თეატრალური დასი გაძლევთ შანსს!

ქასთინგზე დაიშვებიან, როგორც SEU-ს, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მე-11/მე-12 კლასის მოსწავლეები, 17 წლიდან 27 წლამდე, კანდიდატებმა უნდა მოამზადოთ დავალებები და გაიაროთ გასაუბრება.

მოსამზადებელი მასალა: ერთი ლექსი და ერთი პროზა. (არ არის სავალდებულო ზეპირად ცოდნა, შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნიდან, ფურცლიდან) ერთი სიმღერა ორი ცეკვა: (ერთი ქართული და ერთი რასაც თავად შეარჩევთ).

ქასთინგი გაიმართება 13 ოქტომბერს, 13:00 საათიდან 21:00 საათამდე SEU – ს ძველ კამპუსში, მე-9 სართულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 551 09 41 88

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები