CIU-სა და სხვა უნივერსიტეტების თანამშრომლობით ლიტერატურათმცოდნეობის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა

უნივერსიტეტების სიახლეები

 

25-27 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ XVII საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

გახსნის ცერემონიალზე ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორ, პროფესორ ირმა რატიანთან ერთად, სიმპოზიუმის მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია. მათ აღნიშნეს, რომ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი წარმატებულად თანამშრომლობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რასაც ადასტურებს არაერთი  მნიშვნელოვანი პროექტი.

აღსანიშნავია, რომ პლენარულ სხდომაზე შედგა CIU-ს მულტიმედია ცენტრის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ქართული სიმბოლიზმის დაბადება“, ჩვენება. ფილმმა საყოველთაო მოწონება და ინტერესი გამოიწვია, პროფესორმა ირმა რატიანმა აღნიშნა CIU-ს კანცლერის, ვახტანგ წივწივაძისა და მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჭალაგანიძის როლი სხვადასხვა პროექტზე მუშაობის პროცესში.

სიმპოზიუმში მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი, რომელმაც უხელმძღვანელა სექციას „ეთნიკური უმცირესობების მწერლობა, ლოკალური და გლობალური გამოწვევები“, ასევე წარადგინა მოხსენება თემაზე – „ქართულ-ოსური ურთიერთობების ლიტერატურული რეფლექსიები“.

ორდღიანი სამეცნიერო სიმპოზიუმი საკმაოდ დატვირთული იყო, როგორც სექციური მუშაობებით, ასევე მრგვალი მაგიდებითა და სხვადასხვა აქტივობით.

სიმპოზიუმის ორგანოზატორები იყვნენ: კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA), თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი;

თანაორგანიზტორი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; მხარდამჭერები: გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია; მასპინძლები: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი, სასტუმრო „არგო“, ქუთაისის მე-4 საჯარო სკოლა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები