არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია: ილიაუნის ახალი ინიციატივა სტუდენტებისთვის საქართველოს მთიანი რეგიონებიდან

კონკურსები

„რომ ჩამოდიხარ მთის ძირში, ხვდები, რომ მთა კი არ გადალახე, გადალახე შენი სისუსტეები და შენ უკვე მზად ხარ შემდეგი მიზნებისთვის, რომლებიც შეიძლება ბევრად რთული იყოს“ – არჩილ ბადრიაშვილი

2024 წლის შემოდგომის სემესტრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა „ადიქციის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და მკვლევრის, სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდია.

ამ სტიპენდიის მოპოვებას ყოველწლიურად შეძლებენ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები საქართველოს მთიანი რეგიონებიდან, მათ შორის სვანეთიდან, რომელთანაც არჩილს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა.

არჩილ ბადრიაშვილი მსოფლიოში აღიარებული ახალგაზრდა ალპინისტი იყო. მის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ალპინისტური მარშრუტი და გაუკვალავ მწვერვალებზე პირველასვლა, რისთვისაც იგი დაჯილდოებულია ალპინიზმის „ოსკარად“ წოდებული ოქროს წერაყინით.

არჩილი გამორჩეული ავტორია, რომელმაც ქართული ალპინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მიღწევები გააცნო მსოფლიოს ცნობილი საერთაშორისო ალპინისტური ჟურნალებისა და გამოცემების მეშვეობით.

არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდიის ფოკუსი 2024 წელს იქნება სვანეთის რეგიონის მთების მრავალფეროვნება. შეირჩევა თემით დაინტერესებული სტუდენტი სვანეთის რეგიონიდან, რომელსაც დაუფინანსდება სწავლის საფასური (2250 ლარი) ერთი წლის განმავლობაში.

კონკურსის პირობების და განაცხადის პროცედურის შესახებ იხილეთ ბმული: https://shorturl.at/E6RYx

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები