კლასიკური მუსიკის მიმართულების ვოკალისტებისა და ინსტრუმენტალისტებისათვის,(ფორტეპიანო, ჩასაბერი, სიმებიანი, დასარტყამი და სხვა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო “პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი” გამოაცხადა. საგრანტო კონკურსის 2024 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 200 000 ლარით, ხოლო თითოეულ გამარჯვებულზე თანხა გაიცემა არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით.
კონკურსის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა საზღვარგარეთ. კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ღონისძიებაზე რეგისტრაციის/მონაწილეობის ხარჯი, საერთაშორისო მგზავრობის ხარჯი, განთავსების ხარჯი, კვების/შიდა ტრანსპორტირების ხარჯი.
საკონკურსე პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადების მომენტისთვის რეგისტრირებულ სრულწლოვან ფიზიკურ პირს, ხოლო განაცხადით წარმოდგენილი ღონისძიება შეიძლება იყოს: მოსმენა/ვორკშოპი/მასტერკლასი კლასიკური მუსიკის მიმართულებით.
განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 11 ივნისიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე.
საგრანტო განაცხადი თანდართული დოკუმენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროშო წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატით) და გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
კონკურსის შესახებ ყველა დეტალს გაეცანით ბმულზე