ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს ერთწლიან გაცვლით პროგრამას სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისთვის.
3 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები 100-ზე მეტი ქვეყნიდან სამ თვეს ამერიკაში გაატარებენ და მენტორებთან ერთად სამომავლო პროექტებზე იმუშავებენ.
ასაკი შეზღუდულია 21-დან 27 წლის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ი.