ახალგაზრდული თემატური ბანაკები გაიხსნა და ივნისის ბოლომდე 500-მდე სტუდენტს უმასპინძლებს

სტუდZona

კახეთში, სოფელ იყალთოში თემატური ბანაკების გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების კუთხით თემატური ბანაკების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თემატური ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით 2024 წელს პირველად ტარდება, ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და წელს ახალგაზრდების 8 ნაკადს, ჯამში 500-მდე სტუდენტს უმასპინძლებს.

ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ თემატურ დისკუსიებში გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებთან დაკავშირებით. ამასთან, მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებთან ერთად, სტუდენტებისთვის ჩატარდება საჯარო ლექციები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები