„ახალი პიესა აფხაზეთზე“ – ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოცხადდა, ფულადი პრემია 2500 ლარია

სტუდZona

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კონკურსი − „ახალი პიესა აფხაზეთზე“ გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში საუკეთესო პიესის ავტორი 2500 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდება, მარჯვებული პიესა კი დაიდგმება სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.

საკონკურსო ნაწარმოების მთვარი თემაა: აფხაზეთი, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ავტორისეული ხედვა;

რაც შეეხება, საკონკურსო პირობებსა და მოთხოვნებს: პიესა უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს გამოცემული ან დადგმული; ️პერსონაჟების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ცხრას; ქრონომეტრაჟი უნდა გრძელდებოდეს არაუმეტეს 90 წუთისა. თითოეულ კონკურსანტს მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარდგენა შეუძლია.

საკონკურსო პიესების შესახებ განაცხადების მიიღება 2024 წლის 30 აპრილიდან იწარმოებს. წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 28 ივნისი.

იხილეთ კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საკონკურსო პიესის ელ.ვერსია (ფონტი − Sylfaen;
  • შრიფტის ზომა − 11).

საკონკურსო განაცხადები მიიღება იწარმოებს ელექტრონული ფორმით, მისამართზე: [email protected] მატერიალური სახით კონკურსში მონაწილეობის მსურვალმა განცხადი უნდა წარადგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (მისამართი: ქ.თბილისი, უზნაძის №68)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები