სტუდენტური სტილი ილიაუნიში ➤ ფოტოები

მოდა

რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? STUDINFO.GE ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.

ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და გაიგო, რომელია სტუდენტების საყვარელი “საშოპინგო” ადგილები.

გიგი ცერცვაძე – 90-იანების სტილს ვანიჭებ უფრო უპირატესობას, დიდი, „ოვერსაიზი“ და „ბეგი“ შარვლები. ტანსაცმელი სადაც რა მომეწონება.

ნათია ბოგვერაძე – მე ძირითადად უპირატესობას ვანიჭებ სამოსს, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ და ტანსაცმელს უკვე ერთი წელია სისტემატიურად ვიწერ უცხოეთიდან. ჩინეთიდან, თურქეთიდან და ამერიკიდან, რადგან ბევრად უფრო იაფი ჯდება და ზუსტად იგივეა, რაც ჩვენთან „მოლებში“.

დაჩი შავლაშვილი – ძირითადად კლასიკური მაცვია, შეიძლება ოდნავ გადავუხვიო. ყიდვით ძალიან არეულად, მაღაზიაში გარედან თუ რამე დავინახე და მომეწონა შევალ ვიყიდი.

კესო დარახველიძე – მე ძირითადად მიყვარს უფრო „ოვერსაიზ“ – დიდი ტანსაცმელი, სადაც არ ჩანს ჩემი სილუეტი. ტანსაცმელს კიდევ აი მართლა ღმერთი ხელში რასაც ჩამიგდებს იმას ვყიდულობ ხოლმე.

ხატია ლობჟანიძე – ცოტა თავისუფალი სტილი მომწონს, აი ისეთი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ტანსაცმელს ძირითადად ვიწერ, ან მეორადებში.

ლუკა არაბიძე – ხან ვიწერ ტანსაცმელს, ხან ზარა, მოლები და ა.შ. რაც შეეხება სტილს, ძირითადად განსხვავებული ჩაცმის სტილები მომწონს, „ოლდ მანიც“, „სთრით ვეარიც“ და სხვა მრავალი.

ნინი ნაზღაიძე – სტილი ესე გამორჩეული არ მაქვს, მაგრამ გააჩნია ხასიათს. ტანსაცმელს ძირითადად „მოლში“ და მაღაზიებში ვყიდულობ.

გიორგი დადიანი – სპორტული სტილი მირჩევნია ყოველთვის და ძირითადად სპორტულ მაღაზიებში ვყიდულობ, მაგრამ საქართველოში არა, ონლაინ, გამოწერა მირჩევნია.

შემდეგში რომელი უნივერსიტეტის სტუდენტების სტილის ხილვას ისურვებდით?

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები