ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები შეძლებენ, რომ ახალი ცოდნა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ლექტორის დახმარებით მიიღონ. საწყის ეტაპზე, AI ლექტორი სხვადასხვა სასწავლო მოდულს წარმართავს. ესენია: კომპიუტერული ხედვა, მანქანური სწავლების პრინციპები, ღრმა დასწავლა და ბუნებრივი ენების დამუშავება.
აღსანიშნავია, რომ AI ლექტორ თავად ქმნის სასწავლო კურსს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უკეთ შესასწავლად, სხვადასხვა თემატიკის გარშემო აერთიანებს სილაბუსებს, ლიტერატურას, ტესტებს და სხვა დამხმარე რესურსს.
აქვე გეტყვით, რომ კურსის გავლა შეუძლიათ არა მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებს, არამედ ყველა დაინტერესებულ მხარეს. კურსის მონაწილეები შეძლებენ ხარვეზების გარეშე, დამოუკიდებლად შეისწავლონ მათთვის სასურველი მოდული, დაწერონ ტესტი და მიიღონ უკუკავშირი შედეგების და დაშვებული შეცდომების შესახებ.
AI ლექტორს რამდენიმე ძირითადი ფუნქციონალური მახასიათებელი აქვს, ესენია: ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლება, მაღალი დარგობრივი ექსპერტიზა, უწყვეტი ხელმისაწვდომობა, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ტემპით სწავლა, გაერთიანებული ციფრული სასწავლო სივრცე და პორტფოლიოსთვის გამოსადეგ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
BTU AI ლექტორი სტუდენტებს პერსონალიზებული სასწავლო გამოცდილების მიღებას სთავაზობს, რომელიც აკმაყოფილებს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და არის უნიკალური პროდუქტი რეგიონის საგანმანათლებლო სივრცეში.
AI ლექტორი უკვე ხელმისაწვდომია BTU-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.