კონკურსი არქიტექტურის სტუდენტებისთვის – „არქიგრაფია – კალიგრაფია არქიტექტურაში”

კონკურსები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი და საქართველოს კალიგრაფიათა ასოციაცია სტუდენტებს პროექტსა და კონკურსს სთავაზობს, რომელიც კალიგრაფიის ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის, ესთეტიკისა და ხაზების შეტანას გულისხმობს თანამედროვე ქართულ არქიტექტურასა და დიზაინში.

პროექტი მოიცავს საავტორო მასტერკლასებს, რომლებიც გაიმართება 8. 10. 11 და 17 მაისს. ასევე 17-27 მაისს გაიმართება კალიგრაფიის კონკურსი – „კალიგრაფიული ნამუშევრების შექმნა“, რომელიც ტარდება მხოლოდ არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

პროექტის ფარგლებში აგრეთვე იხილავთ თანამედროვე ქართული კალიგრაფიის ოთხი გამორჩეული ხელოვანის საავტორო პერფორმანსს.

2 ივნისს კი პროექტის შეჯამება მოხდება, რა დროსაც გაიმართება ფინალისტი მონაწილეების კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები