სიახლე აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის

განათლება

აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა, ნანა გაბელიამ.

აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმება და განხორციელდება.

თითოეული აქტივობის მიზანი იქნება ახალგაზრდების გაძლიერება, მათი კვალიფიკაციის ამაღლების პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებში სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების, ასევე სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ უკვე ამზადებს აფხაზეთში მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის აბიტურიენტთა ონლაინ მოსამზადებელ კურსს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები