ანთროპოლოგი კლაუდია კოსიცინსკა 7 აპრილს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი სემინარის ფარგლებში, ისაუბრებს თავის კვლევაზე „ყოველდღიური ცხოვრება საზღვრებს შორის. მობილობა და ტრანსლოკალური პრაქტიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში“.
კვლევა ფოკუსირდება აზერბაიჯანელთა გამოცდილებაზე, რომლებიც საქართველოში უმცირესობას წარმოადგენ, მაგრამ ამავდროულად მარნეულის რაიონში ისინი უმრავლესობაში არიან. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანელთა რაოდენობა საქართველოში, სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყოველდღიურად მცირდება.
საველე სამუშაოები აჩვენებს, რომ სტატისტიკა, რომელიც წარმოაჩენს მონაცემებს, მხოლოდ მიგრაციისა და მოსახლეობის შემცირების შესახებ, არ ითვალისწინებს საქართველოსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა შორის რეგულარულ მობილობასა და ტრანსლოკალურ კავშირებს, ამ კვლევისთვის მნიშვნელოვან გარემოებას.
აქვე გეტყვით, რომ კლაუდია კოსიცინსკა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სლავისტიკის ინსტიტუტის დოქტორანტია, ანთროპოლოგი.
სემინარი გაიმართება ონლაინ, ინგლისურ ენაზე, ზუმის საშუალებით. ზუმის ბმულისთვის კი უნდა დაუკავშირდეთ მარიამ დარჩიაშვილს – [email protected].
დასწრება თავისუფალია.