კინოჩვენება ასტრონომიული სამყაროს მოყვარულთათვის! – ქართული სამეცნიერო დოკუმენტური ფილმის, „ჩვენი პლანეტარული სისტემის ვარსკვლავი“ პრემიერა

ივენთი

12 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სამეცნიერო დოკუმენტური ფილმის, „ჩვენი პლანეტარული სისტემის ვარსკვლავი“ პრემიერა.

როგორც ფილმის ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეორიული ასტროფიზიკის მიმართულებით, ნინო ჩხეიძე STUDINFO.GE-სთან საუბარში ამბობს, დოკუმენტური ფილმი გადაღებულია მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და ეძღვნება საქართველოში მიმდინარე მზის კვლევებს, ქართველი ასტროფიზიკოსების აღმოჩენებსა და მიღწევებს.

მისივე თქმით, 12 აპრილს ფილმის მხოლოდ პირველი ნაწილის პრემიერა შედგება, რომელზე მუშაობაც წელიწადზე მეტი მიმდინარეობდა, ხოლო მეორე ნაწილი მზად რამდენიმე თვეში იქნება და იგი აპირებს, რომ დოკუმენტური ფილმების გადაღება მანამ განაგრძოს, სანამ სრულიად არ მოიცვას საქართველოში მიმდინარე ასტროფიზიკურ კვლევებს.

აღსანიშნავია, რომ ფილმის ხანგრძლივობა 20 წუთამდე იქნება, დასწრება კი თავისუფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გათვლილია როგორც ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, ისე ყველა ამ თემით დაინტერესებული პირისთვის.

იხილეთ ფილმის თრეილერი აქ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები