საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, პარი-საკლეს უნივერსიტეტი, ირენ ჟოლიო-კიურის ფიზიკის ლაბორატორია, ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებენ კონკურსს ფიზიკაში ქართველი კანდიდატებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სკოლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, ისე სკოლის მოსწავლეებს.
კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატებმა უნდა აირჩიონ შემდეგი მიმართულებებიდან ერთ-ერთი: ბირთვული ფიზიკა, ნაწილაკების ფიზიკა, სამედიცინო ფიზიკა, ნეიტრინოს ფიზიკა, ამაჩქარებლები და დეტექტორები, ზოგადი ფიზიკა(საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ პროექტი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა, 2023 წლის 19 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: [email protected]
პროექტი უნდა შეიცავდეს მინი-კვლევის მოკლე აღწერას, რომელიც სტუდენტებს სურთ, რომ კონკურსზე წარადგინონ. იგი წარმოდგენილი უნდა იყოს pdf, ან word დოკუმენტის სახით ინგლისურ ენაზე და როგორც მაღლა აღვნიშნე, ანოტაცია არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს. ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ის ფონტით. (ზომა 12, ინტერვალი 1.5).
კონკურსანტმა აუცილებელია, რომ მიუთითოს სახელი, გვარი, უნივერსიტეტის, ან სკოლის დასახელება, სწავლის საფეხური, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
აქვე გეტყვით, რომ თითოეული გუნდიდან, რომელიც კვლევას განახორციელებს, კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ ერთი სტუდენტი/მოსწავლე შეძლებს, რადგან გამარჯვებულების გამოვლენა ინდივიდუალურად მოხდება.
შერჩეული კანდიდატები თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ 2023 წლის 2 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ კონფერენციაზე.
კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი 3 საუკეთესო პროექტის ავტორი კი 2023 წლის ივნისში, სრული დაფინანსებით გაემგზავრება საფრანგეთში.
გამარჯვებულ კანდიდატებს ჟენევაში შესაძლებლობა ექნებათ, რომ მოინახულონ ირენ ჟოლიო-კიურის ფიზიკის ლაბორატორია, პარი-საკლეს უნივერსიტეტი და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია.