„ჩვენ გავხდეთ სანტები ერთმანეთისთვის, მინდა ბედნიერ სახეებს ვხედავდე“ – ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ახალ წელზე

სტუდZona

„ვფიქრობ, სანტამ უნდა დატოვოს ერთპიროვნულად დაკავებული, ეს მეტად საპასუხისმგებლო პოსტი და მისი ფუნქცია ყველამ ერთად უნდა გადავინაწილოთ – ჩვენ გავხდეთ სანტები ერთმანეთისთვის!“, – ეს სიტყვები ქუთაისის უნივერსიტეტის (UNIK) პირველი კურსის სტუდენტს, გიორგი გიგინეიშვილს ეკუთვნის, რომელიც სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამაზე სწავლობს.

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა STUDINFO.GE-ს გაუმხილეს რა სჭირდებათ იმისთვის, რომ თქვან – სანტამ ჩვენი ბავშვობის ყველა ოცნება შეასრულა, რა უნდა მიიღონ ამისთვის ცხოვრებისაგან და რას უსურვებენ ქუთაისის უნივერსიტეტს მომავალი წლისთვის. გვითხრეს, რომ შობის ბრწყინვალე დღესასწაული მართლაც ჯადოსნურია და რომ ამ გასაოცარ დღეს, წრფელი გულით ჩაფიქრებული კეთილი სურვილები, აუცილებლად ახდება.

გიორგი გიგინეიშვილი: „უპირველესად როგორც ქუთაისის უნივერსიტეტს, ასევე მთელს მსოფლიოს ვუსურვებ, რომ მომავალი 2022 წლიდან შევძლოთ პანდემიის დამარცხება და შევძლოთ ცხოვრების გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში, შიშისა და დისტანცირების გარეშე. ქუთაისის უნივერსიტეტს კი ვუსურვებ, რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს და განამტკიცოს ის გუნდი, რომელიც ასე დაუღალავად შრომობს უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ. ვუსურვებ, ჩვენთან ერთად, მივაღწიოთ იმ დასახულ მიზნებს, რომელიც ქვეყანას, ჩვენს ქალაქსა და უნივერსიტეტს გახდის ბევრად უფრო წარმატებულს, სასურველს და აწმყოში გადადგმული სწორი ნაბიჯებით, შეძლებს ნათელი მომავლის შექმნას ჩვენი საზოგადოებისათვის. დაე სასიამოვნო სიახლეებითა და საინტერესო გამოწვევებით იყოს სავსე დამდეგი 2022 წელი. მინდა ბედნიერ სახეებს ვხედავდე, თვალებს, რომლებიც სიყვარულს ასხივებენ და ხელებს, რომლებიც კარგ საქმეებს გააკეთებენ. დაე, დამდეგ შობას, ყველა ადამიანში იშვას ღმერთი, როგორც სიყვარული და თუ ეს ნამდვილად მოხდება, ჩემი ყველა ოცნებაც ერთიანად ამიხდება და შევძლებ, სამყაროს გავუზიარო ბედნიერება.

დაჩი კობახიძე, „ქუთაისი უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ბიზნეს ადმისნიტრირების პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი: „სკოლაშიც ვცდილობდი, ვიგონებდი მეგობრებთან ერთად, ექსპერიმენტებს ვატარებდი და როცა ქუთაისის უნივერსიტეტში მოვედი, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ გართობა არ იყო. ჩვენი პატარა გამოგონება- „ჭკვიანი ზარი“, სწორედ ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტით განხორციელდა და დღეს ჩემს მშობლიურ სკოლაში ფუნქციონირებს. მოკლედ, მსურდა მქონოდა შემოქმედებითი გარემო, რომელიც ჩემი თავის რეალიზაციაში დამეხმარებობოდა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სანტამ ქუთაისის უნივერსიტეტში ამისრულა ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ნატვრა.

„მომავალი წლის სურვილებში, მინდა ქუთაისის უნივერსიტეტმა, გარემო ფაქტორების მიუხედავად, არ შეაჩეროს არჩეული კურსით სვლა, კიდევ უფრო განამტკიცოს პოზიციები სხვა უნივესიტეტებთან მიმართებაში და მის გარშემო კიდევ უფრო მრავალფეროვანმა საზოგადოებამ მოიყაროს თავი ბევრი ახალი ინტერესით, ბევრი ახალი აქტივობით, მიზნით, პერსპექტივით და უკეთესის მოლოდინით. მინდა ჩვენი სტუდენტობის 4 წელი, ამ უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული ეტაპი იყოს.

მარიამ იონანიძე, „ქუთაისის უნივერსიტეტის“ მესამე კურსის სტუდენტი. ტურიზმის მენეჯმენტი: „სკოლის პერიოდიდან ვოცნებობდი მესწავლა გარემოში, სადაც მივიღებდი ისეთ განათლებას, რომელიც პროფესიულ წინსვლაში დიდ როლს ითამაშებდა. ფერად და წარმატებულ მომავალს ვგულისხმობ. ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურში 60+ ქულა მივიღე, რამაც მომცა საშუალება მესარგებლა ქუთაისის უნივერსიტეტის შიდა 100%-იანი დაფინანსებით, ესეც სანტას საჩუქარია ალბათ. გარემო ისეთი დამხვდა, სულ რომ არ ველოდი. მეორე კურსზე უნივერსიტეტის შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. ნახევარი წელი ვისწავლე და ვიცხოვრე საფრანგეთში, დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით. ვისი ოცნება არ არის საფრანგეთი? ბავშვობაშიც და სულ. მოკლედ, სანტამ ჩემი ბევრი ოცნება აასრულა და ამ ოცნებებიდან ყველაზე ბევრი სიხარული ჩემს სტუდენტობას დაემთხვა. ესეიგი, ქუთაისის უნივერსიტეტს- ჩემს კეთილ სანტას და კიდევ ბევრი გაუთქმელი სურვილი მაქვს მომავალში მისთვის.

„უნივერსიტეტისთვის პირველ რიგში ვისურვებ პანდემიის დასრულებას და სტუდენტური ცხოვრების სააუდიტორიო სივრცეში სრულად გაგრძელებას. ჟრიამულს და სტუდენტური ემოციის სიმრავლეს კორიდორებში, უნივერსიტეტის ულამაზეს შონაბაში და ეზოში, ქუჩებში. თავისუფალ სივრცეებში თავისუფლად შეკრებებს და სტუდენტურ შემოქმედებას, სტუდენტურ ხმაურს. ბევრ გაცვლით პროგრამებს და აკადემიური პერსონალის, ასევე ბევრი ჩემი თანატოლის წინსვლით, ჩვენი უნივერსიტეტის რეიტინგის ზრდას საერთაშორისო დონეზე“.

STUDINFO.GE– ქუთაისის უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს უსურვებს საახალწლო ჩანაფიქრების ასრულებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები