1 ივლისს ქ. თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ქ.თბილისის საკრებულოსთან ერთად დედაქალაქში დასაქმების ფორუმების ციკლს იწყებს.
ფორუმზე 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი შრომის ბაზარზე აქტიურ 300-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს.
სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.
დასაქმების ფორუმის მიზანია სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი ბენეფიციარები.
- დასაქმების ფორუმი სამგორის რაიონის გამგეობაში გაიმართება და 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება. (მის: ქ.თბილისი; მოსკოვის გამზ #14)
ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიები კი შეძლებენ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიებას.
დასაქმების ფორუმი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ქ.თბილისის საკრებულოს და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით იმართება.
სამგორის დასაქმების ფორუმი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.