ისწავლე, თუ როგორ შეიმეცნო – ანუ, რა ტექნიკებით შევძლებთ სწავლის პროცესის გამარტივებას

განათლება

ბევრი სამეცადინო გაქვს, მაგრამ შენ ისევ მაკდონალდსის ჰამბურგერის შემადგენლობაზე გეფიქრება? მაშინ ეს სტატია შენთვისაა.

შემეცნება რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია. ის მოიცავს კოგნიტური პროცესების მთელ ჯაჭვს, რომელიც აერთიანებს შემეცნებითი პროცესების ყველა ფორმას და მოიცავს ცნობიერების ყველა პროცესს. „ცოდნის შეძენის“ პროცესი შედგება ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპებისაგან, როგორიცაა კონცენტრირება, გახსენება, აღქმა, აზროვნება და ა.შ. მათი მოქმედება კი ტვინის ორ ფუნდამენტურ ოპერაციამდეა დაყვანილი. სწორედ, ეს მექანიზმი განსაზღვრავს ჩვენი შემეცნების პროცესის სისწრაფესა და ეფექტიანობას.

დღეს, STUDINFO.GE ისაუბრებს იმაზე, თუ რა შეცდომებს ვუშვებთ ახალი ინფორმაციის ათვისებისას, რომელი ტექნიკებით შევძლებთ სწავლის პროცესის გამარტივებას და როგორ მოვარგოთ ის საკუთარ პიროვნებას. რა იცით, იქნებ აღარც მოგიწიოთ ღამეების გადათენება კონპექტების წერაში?

ხანდახან ტვინიც გაგვირბის…

აღნიშნული მოვლენა დაკავშირებულია ტვინის დიფოზორულ მექანიზმთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად, ცნობიერში შემოდენა-გადენას იწყებს სრულიად არასაჭირო ფიქრები (მაგ: სვამ კითხვას, თუ რისგან შედგება მაკდონალდსის ჰამბურგერი). ეს ფიქრი მალევე გაედინება, რის შემედეგაც კვლავ უბრუნდებით სასწავლ მასალას, თუმცა რამდენიმე წუთში/წამში თქვენ კვლავ არაცნობიერი თამაშების მსხვერპლი ხდებით.

დიფუზორული მექანიზმის საპირისპიროდ, არსებობს ფოკუსირების მექანიზმი, რომელიც 25-30 წუთის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენი კონცეტრაციის მაღალ მაჩვენებელს, თუმცა აღნიშნულ ფუნქციას ხშირად არასრულფასოვნად ვიყენებთ.

ქვემოთ განვიხილავთ იმ შეცდომებს, რის გამოც ფოკუსირების მექანიზმი იქცევა დიფოზორულ მექანიზმად.

შეცდომები:

  • ქაოსური მიდგომა – ხშირად, სტუდენტებს ერთმანეთში გვერევა მულტიფუნქციონირება და ქაოსურობა. ვცდილობთ, საკუთარი ენერგია მრავალი მიმართულებით მივმართოთ, თუმცა არასწორი მიდგომის გამო უკიდურესობების მსხვერპლნი ვხდებით. მაგალითად, სწავლის პროცესი ვერ იქნება შედეგიანი, თუ მუდმივად იფიქრებთ უპასუხოდ დატოვებულ მესიჯზე, დაულაგებელ ოთახზე ან პროფილის ფოტოზე მოგროვებულ ლაიქებზე, შესაბამისად ეს ფიქრები ქაოსურ ატმოსფეროს გიქმნით ტვინში და არ გაძლევთ საშუალებას ენერგია მიმართოთ ერთი მიმართულებით.
  • და თუ ისინი ერთი წაკითხვით იმახსოვრებენ ?! – მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა სხვა სტუდენტებთან შედარება. ალბათ ხშირად გაგიგონიათ საკუთარი ათვისების უნარით უკმაყოფილო ადამიანების წუწუნი და მათი მუდმივი წუხული იმაზე, რომ სხვა სტუდენტებს ეს გაცილებით მარტივად გამოსდის. დავესესხებით Barbara Oakley-ს, რომელიც ასეთ მეტაფორას იყენებს ათვისების უნარის სისწრაფის აღსაწერად. სტუდენტი, რომელიც სწრაფად ითვისებს ინფორმაციას მონაწილეობს რბოლაში, რომლის ერთადერთი მიზანი არის ფინიშის ხაზის გადაკვეთა, თუმცა მიზნამდე მისასვლელი გზა უინტერესო და ერთფეროვანია, რადგან მისი კონცენტრაციის საგანი მხოლოდ ფინიშია, რაც გამორიცხავს პროცესის ტკბობით შესაძლებლობას. ხოლო, ადამიანი, რომელიც მეცადინეობას გაცილებით მეტ დროს ანდომებს ჰგავს მოლაშქრეს, რომელსაც დანიშნულების ადგილამდე მისვლისას შეუძლია ისუნთქოს სუფთა ჰაერი, შეეხოს ფოთლებს, დატკბეს დაუვიწყარი პეიზაჟებით და ა.შ. სწორედ ასეთი მოძრავი შემეცნების პროცესი ტოვებს წარუშლელ კვალს გონებაში. დინამიკა, სადაც ყველაფერი აღქმული, ნაფიქრი და გამოცდილია.
  • ინერციია – ინერტულობაზე ზემოთაც ვისაუბრეთ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინერტული სწავლა ყველაზე საშიშია, ვინაიდან ის ფაქტობრივად მინიმალურ შედეგებსაც კი არ იძლევა. ეს გამოწვეულია სწორედ შემეცნების პროცესისადმი მოვალეობითი, მექანიკური დამოკიდებულებით.
  • Higlighting – ბოლოს , აუცილებელია ვახსენოთ ერთი პრაქტიკული შეცდომა, რომელიც ტექსტში მნიშვნელოვანი წინადადებების მონიშვნას გულისხმობს (ე.წ Higlighting). ქვესაკითხების გახაზვის ტექნიკა არის მთლიანად მექანიკური პროცესი, რისი ჩანაცვლებაც ერთი ძალიან საინტერესო ხრიკით შეგვიძლია, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.

ტექნიკები:

  1. Pomodoro Technique – ეს ტექნიკა საკმაოდ გავრცელებული და გამოცდილებით გამყარებულია. ნაყოფიერი მეცადინებისათვის საჭიროა წამზომი დააყენოთ 25 წუთზე და სხვა დანარჩენი მოწყობილობა და ხელის შემშლელი ფაქტორები 25 წუთით დაივიწყოთ, გათიშოთ. ამ დროის განმავლობაში თქვენ რთავთ ფოკუსირების რეჟიმს და კონცენტრირდებით მხოლოდ ახალ ინფორმაციაზე. 25 წუთის შემდეგ, რამდენიმე წუთს უთმობთ რელაქსაციას(სალვადორ დალი ჯდებოდა სავარძელში და ხელში ათამაშებდა გასაღებს) , კომფორტის ზონაში მოქცევას. არ დააპიროთ მთლიანი მასალის ათვისება 25 წუთში, არამედ უბრალოდ კონცენტრირდით მასზე.
  2. პარეტოს პრინციპი – ვილფრედო პარეტომ გამოიკვლია, რომ იტალიის მოსახლეობის 20% ფლობდა მიწის დაახლოებით 80%-ს. აქედან გამომდინარე, იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ბევრი ამოცანის მიღწევა შესაძლებელია საშუალებათა 20%-ის გამოყენებით. პრობლემაა მხოლოდ ის, რომ ადამიანი არაეკონომიკურად ექცევა საკუთარ შესაძლებლობებს და თავის ენერგიას მიმართავს მრავალრიცხოვანი და უმნიშვნელო პრობლემების გადასაჭრელად. ხშირად ხდება ისე, რომ სტუდენტი გულმოდგინედ სწავლობს თითოეული დეტალს, „თავს აკლავს“ საგანს, მაგრამ გამოცდაზე იღებს უფრო დაბალ შეფასებას, ვიდრე მისი მეგობარი, რომელმაც მხოლოდ სამი დღის წინ დაიწყო მომზადება. პარეტოს პრინციპის მიხედვით, მეგობარი, რომელმაც მხოლოდ სამი დღის წინ დაიწყო მეცადინეობა, სულაც არ არის ზარმაცი. უბრალოდ, მან უკეთ იცის როგორ გამოიყენოს დროის 20% იმისთვის, რომ მიიღოს 80%-ანი შედეგი. პარეტოსათვის პერფექციონიზმი მიუღებელია, თუ თქვენ ყველაფერში ესწრაფვით 100%-ან შედეგს, გარანტირებული გაქვთ მუდივი სტრესი და არასრულყოფილების განცდა. სწორ დროსა და სწორ ადგილას გამოყენებული ძალა გაცილებით უფრო მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე ყველაფრის ინერციით კეთება.
  3. არ გახაზოთ მნიშვნელოვანი თეზისები – Barbara Oakley-ს თქმით, Higlighting – პრინციპი არაეფექტურია, ვინაიდან ჩახედვა და გახსენება არის ზეპირობის მსგავსი და გამორიცხავს სიღმისეული ცოდნის მიღებას. ამ ტექნიკის საპირისპიროდ ის გვთავაზობს მეთოდს: შეხედე ტექსტის თითოეულ გვერდს, შემდეგ აიხედე მაღლა და დააკვირდი, თუ რის გახსენებას შეძლებ. ასე, თქვენი ნეირონები ანკესივით წამოეგება მიღებულ ინფორმაციას.

და ბოლოს, დაიმახსოვრეთ: ისწავლო თუ როგორ უნდა შეიმეცნო, არის ყველაზე დიდი ძალა თვითკმარობის შესანარჩუნებლად.

ავტორი: ნინო მამაცაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები