სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა 2021/2022 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს ორ სტიპენდიას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.
მსურველებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.vladnestipendia.sk; კანდიდატების ონლაინ რეჟიმში წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 მაისი.
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე.