ვაკანსია სტუდენტებისთვის ციფრული მარკეტერის პოზიციაზე

დასაქმება

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია “ვაბაკო” ეძებს HR ციფრულ მარკეტერს რომელიც კომპანიას დაეხმარება ციფრული კომუნიკაციის დაგეგმვასა და მართვაში. “ვაბაკო” გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

ძირითადი მოვალეობები:

  • მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა;
  • ციფრული რეკლამის განთავსება Facebook Ads და Google Ads მეშვეობით;
  • ციფრული არხებით კომუნიკაციის შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირებაში;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (როგორც სალაპარაკო, ასევე წერითი);
  • Facebook Ads Manager-ის და Google Ads-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;

ანაზღაურება: 600-800 ლარი ხელზე + ჯანმრთელობის დაზღვევა.

რეზიუმე გაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Digital Marketer.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები