უნივერსიტეტებს დასწრებულად სწავლის განახლების პროცესი 1-ლ მარტამდე გადაედოთ. ამჟამად კი უნივერსიტეტების უმრავლესობაში ფინალური გამოცდები მიმდინარეობს. ლექციების მსგავასად, რა თქმა უნდა, ისიც დისტანციურად ტარდება.
საინტერესოა, როგორ აბარებენ გამოცდებს სტუდენტები, როდესაც დამხმარე მასალის გამოყენების არანაირი შეზღუდვისა მექანიზმი არ არსებობს და რამდენადაა შესაბამისობაში ფინალური ნიშანი რეალურად მიღებულ ცოდნასთან.
ლექტორები ადასტურებენ, რომ სტუდენტები მიმართავენ სხვადასხვა ხერხს დისტანციური გამოცდის კარგად ჩაბარებისთვის. როგორც ილიაუნის ლექტორი გიორგი მელაძე აცხადებს, მაგალითად სტუდენტები გამოცდისას იყენებენ ორ ეკრანს, საიდანაც ერთზე ტექსტი წერია, მეორეში კი ლექტორს უყურებს.
„სტუდენტებმა ისწავლეს კომპიუტერში ორი ეკრანის აწყობა, ერთში უწერია ტექსტი, მეორეში უყურებს ლექტორს და ამით მორჩა. ზოგიერთი ხუმრობდა, რომ თვალებს ახუჭინებენ ზოგიერთ უნივერსიტეტში გამოცდის დროს“, – ამბობს გიორგი მელაძე.
მისივე თქმით, უნივერსიტეტებში სწავლის დასწრებულად განახლების პრობლემა კომპლექსურია. ასევე უნივერსიტეტისა და სტუდენტის შემთხვევაში საყურადღებო უფრო საკონტაქტო მომენტია თუ რამდენად შეუძლია სტუდენტს ლექტორთან კომუნიკაცია როდესაც კითხვა აქვს დასასმელი.
ავტორი: ანუკი წიწილაშვილი