მობილობის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო – შედეგები 12 თებერვალს გახდება ცნობილი

უნივერსიტეტების სიახლეები

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობით მოსარგებლე სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო. მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის  28 იანვრიდან 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე გაგრძელდება.

როგორც სტუდენტებისთვის განკუთვნილ საინფორმაციო ბუკლეტში ვკითხულობთ, სტუდენტს რეგისტრაციისთვის გადახდილი უნდა ჰქონდეს 40 ლარი. ამის შემდეგ ის შეძლებს სისტემაში დარეგისტრირებას/შესვლას და პრიორიტეტული უნივერსიტეტების/მიმართულებების არჩევას.

მობილობის შედეგები ცნობილი 12 თებერვალს გახდება და ამავე პორტალის დახმარებით შეძლებთ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები