ა(ა)იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას ადრეული ინტერვენციის სტაჟიორის პოზიციაზე, განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, თბილისსა და მარნეულში.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
სტაჟიორად მიიღებიან ფსიქოლოგიის, ოკუპაციური თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, მეტყველების თერაპიის, ადრეული პედაგოგიკის, ასევე მედიცინის სფეროში უმაღლესი განათლების მქონე პირები, ან აღნიშნულ სფეროებში III-IV კურსის სტუდენტები.
დედაქალაქში მცხოვრებ სპეციალისტებთან ერთად, სასურველია, ქვემო ქართლის რეგიონიდან ახალგაზრდა სპეციალისტების ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის რაიმე ტიპის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
- კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- წერითი და ანალიტიკური უნარები;
- სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად განაწილების უნარი;
პირობები:
- სტაჟირების პერიოდში ორგანიზაცია უზრუნველყოფს შერჩეული კადრის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
- სამუშაო დატვირთვა: არასრული
- შესაძლებელია სამუშაოს დისტანციურად შესრულება
შერჩევის კრიტერიუმები:
- საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
- სამუშაო გამოცდილება;
- მოტივაცია;
- პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:
- ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
- გასაუბრება.
განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV). კანდიდატების შერჩევა წარმოებს ორ ეტაპად, რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრება. გასაუბრებისათვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს .
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 იანვარი.
განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: [email protected] (“subject” ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).