ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის მედიაციაში

კონკურსები

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ აცხადებს ესეების კონკურსს უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის თემაზე: „მედიაციის შედარებითი უპირატესობა დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმებთან“.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

კონკურსის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება მედიაციის სფეროში.

საკონკურსო პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულდეს საავტორო უფლებების, კვლევის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების ნორმების დაცვით.

პირველ ეტაპზე განხორციელდება შემოსული ნამუშევრების შეფასება შემდეგი ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით:

  • ესე უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე;
  • ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს 1500–2000 სიტყვას;
    ესე უნდა მომზადდეს PDF ფორმატში;
  • ნამუშევარი უნდა მომზადდეს Sylfaen შრიფტით, ფონტის ზომა უნდა შეადგენდეს 11–ს;
  • ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელფოსტის საშუალებით, წერილის საგანში უნდა მიეთითოს „ესეების კონკურსი“.

ნამუშევრებს, რომლებიც გაივლის ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების ეტაპს, კონკურსის სპეციალური ჟიური შეაფასებს.

კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ესეს ავტორები დაჯილდოვდებიან.

გამარჯვებულებს გადაეცემათ წიგნები, მიეცემათ საშუალება გაიარონ ორთვიანი უფასო სტაჟირება სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში; მიიღონ მონაწილეობა მათთვის უფასო მედიაციის ტრენინგში; შეხვდნენ მედიატორებს და მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე [email protected].

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 28 თებერვლამდე!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები