რას ჩაიცვამდით ხვალ რომ აუდიტორიაში მეცადინეობას დაუბრუნდეთ?

კონკურსები

სტუდენტურმა ამბებმა (studinfo.ge), პანდემიის პირობების გათვალისწინებით, გადაწყვიტა წლების განმავლობაში ტრადიციად ქცეული რუბრიკას “როგორია სტუდენტების სტილი უნივერსიტეტებში” დროებით ფორმატი შეუცვალოს.

მრავალფეროვან ფოტორეპორტაჟებს, რომლებსაც ჩვენი ჟურნალისტები უნივერსიტეტში მისვლის შემდეგ ამზადებდნენ, ახლა თქვენი სახლებიდან გადაღებული ფოტოები ჩაანაცვლებს. 

ამაში კი თქვენი დახმარება დაგვჭირდება!!

საინტერესოა, როგორი იქნებოდა სტუდენტების ჩაცმულობა/ლუქი სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის განახლების პირველ დღეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ახალი რუბრიკის – თემაც ეს ყოფილიყო:

რას ჩაიცვამდით ხვალ რომ აუდიტორიაში მეცადინეობას დაუბრუნდეთ?

ჩაერთეთ ჩვენს გამოწვევაში, გადაიღეთ ფოტო/სელფი სახლში, გამოგვიგზავნე ჩვენს ფეისბუკ გვერდზე და მიეცი შესაძლებლობა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტს ნახოს შენი სტილი. 

ფოტოს შინაარსი უნდა ემთხვეოდეს ჩვენს მიერ გაჟღერებული რუბრიკის თემას. შექმენით ლუქი, რომლითაც უნივერსიტეტში წახვიდოდით სწავლის განახლების პირველ დღეს. 

გაითვალისწინეთ:

  • ფოტო არ უნდა იყოს ბლარი/ბუნდოვანი;
  • ჩანდეს თქვენი სახე და მთლიანი ლუქი;
  • ფოტო იყოს სიგრძეზე გადაღებული;
  • ფოტოსთან ერთად მოგვაწოდეთ თვენი სახელი, გვარი და უნივერსიტეტის დასახელება.

ავტორების ვინაობას და ფოტოებს ჩვენ გამოაქვეყნებთ studinfo.ge-ს ვებგვერდზე და ფეისბუკზე, სადაც მათი ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება. 

მაშ ასე, რომელი უნივერსიტეტის სტუდენტს აქვს ყველაზე დახვეწილი სტილი?

ფოტოების მიღება უკვე დაწყებულია. გამოგვიგზავნეთ თქვენი ფოტო ჩვენს ფეისბუკ გვერდზე, პირად შეტყობინებაში (მესენჯერში).

პროექტი ძალაშია მანამ, სანამ გამოქვეყნებულია strudinfo.ge-ზე.

სტუდინფო იტოვებს უფლებას მიზეზის ახსნის გარეშე არ გამოაქვეყნოს თემასთან შეუსაბამო, უხარისხო და არაკორექტული შინაარსის ფოტოები.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები