კომპანია “ციტადელი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გარე გაყიდვების დეპარტამენტში.
კომპანია “ციტადელი” 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური შენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების მენეჯერებისა და გაყიდვების სპეციალისტების ხელშეწყობა, გაყიდების განხორციელებისა და საოპერაციო საქმიანობის პერიოდში;
- სამშენებლო პროდუქციის, გაყიდვების ტექნიკის შესწავლა;
- მომხმარებლის მომსახურება, გაყიდვის განხორციელება გაყიდვების მენეჯერის უშუალო ზედამხედველობით;
- გაყიდვების ხელშეწყობისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, მომხმარებლის მოძიება და გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელება;
ძირითადი მოთხოვნები:
- ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორაგანიზებული;
- ოპერატიული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.