ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

სს “იბერია რეფრეშმენტსი” “პეპსიკოს” ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას ფინანსურ დეპარტამენტში!

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, თეთრი ჰევი ხესის დასახლება

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • წარმოების პროცესის ბუღალტრული აღრიცხვა;
  • თვითღირებულებების დათვლის კონტროლი/მართვა;
  • მენეჯერული აღრიცხვისათვის გარკვეული ფაილების მომზადება;
  • ინვენტარიზაციის მართვა/კონტროლი;
  • საბაჟო დეკლარაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
  • კომპანიის რეალიზაციების და მარაგების მოძრაობის კონტროლი;
  • სხვა ტიპის ოპერაციები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბუღალტერია/ფინანსები ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
  • ფინანსური აღრიცხვის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
  • Microsoft Excel ის მაღალ დონეზე ფლობა

დამატებითი მოთხოვნები რომლებიც ჩაითვლება უპირატესობად:

  • წარმოების ბუღალტერიის გამოცდილება
  • 1C ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი
    მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 13.12.2020.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის (Subject) ველში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები