მიკოლას რომერის უნივერსიტეტის (MRU) სამართლის სკოლა იწვევს ახალგაზრდა მკვლევრებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში პოსტდოქტორული სტიპენდიის მოსაპოვებლად.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
განაცხადის შეტანა შეუძლია: ნებისმიერ მკვლევარს, რომელსაც აქვს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი, მინიჭებული უცხოური სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2021 წლის 29 იანვრამდე არა უგვიანეს ხუთი წლით ადრე.
ვინ შეიძლება იყოს ხელმძღვანელი: ნებისმიერი მკვლევარი, ვინც მუშაობს MRU -ის სამართლის სკოლაში (იხ. თანდართული სია).
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 29 იანვარი;
ხანგრძლივობა: 24 თვე.
პროექტის განხორციელების დროს მკვლევარი პირადად უნდა დაესწროს სტიპენდიის პროგრამას უცხოურ დაწესებულებაში მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში.
რაც შეეხება COVID-19-ს: ეს არ არის მიზეზი, რომ არ გააკეთოთ აპლიკაცია, რადგან ყველა კვლევითი საქმიანობა დისტანციურად შეიძლება ჩატარდეს.
დამატებითი ინფორმაცია პოსტდოქტორული სტიპენდიების შესახებ იხილეთ ბმულზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგზავნოთ CV (პუბლიკაციების ჩათვლით) და პროექტის მოკლე შეთავაზება 2020 წლის 1 დეკემბრამდე ასოც. პროფესორ დოვილე საგატიენესთან, დეკანის მოადგილე სამეცნიერო კვლევის საკითხებში, [email protected].
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა აპლიკაციებთან დაკავშირებით, დაუკავშირდით ქალბატონ ლორეტა პაუკსტიტეს, სადოქტორო სკოლის ხელმძღვანელს, [email protected]