2020 წლის მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს” (www.finedu.gov.ge) და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ორგანიზებით, ასევე, 7 კომერციული ბანკის – „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ბაზისბანკი“, „კრედო ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ფინკა ბანკი საქართველო“, „ტერაბანკი“- ჩართულობითა და მხარდაჭერით ცხადდება ბლოგპოსტების კონკურსი დაზოგვის თემაზე.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსის სახელწოდება – „ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი!“ – წლევანდელი მსოფლიო დაზოგვის დღის გლობალურ მესიჯს ეხმიანება.
კონკურსის შესახებ პირობებს გაეცანით საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
კონკურსის I ეტაპზე გადარჩეული ბლოგპოსტები გამოქვეყნდება ფინანსური განათლების პორტალზე – www.finedu.gov.ge და მის შესაბამის ფეისბუკ გვერდზე.
კონკურსის II ეტაპზე გამოვლინდება 7 გამარჯვებული, რომლებიც პრიზად 500 ლარის ოდენობის 1-წლიან ზრდადი ტიპის დეპოზიტს მიიღებენ.
კონკურსანტმა თავისი ბლოგპოსტი უნდა გააგზავნოს არაუგვიანეს 2020 წლის 15 ნოემბრისა.