“თავისუფლების მწერლები” – ესეების კონკურსი

კონკურსები

მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში Atlas Network-ის მხარდაჭერით აცხადებს ესეების კონკურსს სახელწოდებით “თავისუფლების მწერლები” თემაზე: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

კონკურსი მიზნად ისახავს პოლიტიკური ეკონომიკის სიღრმისეულ ანალიზს; არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე კონკურსანტებმა უნდა გააანალიზონ ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების ურთიერთკავშირი და პასუხი უნდა გასცენ შემდეგ შეკითხვებს:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური თავისუფლება?
  • რა შესაძლებლობას ქმნის იგი თავისუფლებისთვის სახელმწიფოებრივ და ინდივიდუალურ დონეზე?
  • რას ნიშნავს პოლიტიკური თავისუფლება და როგორ მიიღწევა ის?

კონკურსში მონაწილეობის პირობები: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ადამიანს, რომელიც იზიარებს თავისუფლების იდეას და ლიბერალურ ფასეულობებს და არის 18-დან 30 წლამდე.

ესეების წარდგენის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი.

ნაშრომის წარდგენისას კონკურსანტებმა უნდა დაიცვან შემდეგი სტანდარტები:

  • ესე წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე
  • სიტყვების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 1000 და მაქსიმუმ 1200
  • ესე უნდა მოიცავდეს სათაურს
  • ფორმატი: Word
  • ფონტი: Sylfaen
  • შრიფტის ზომა: 12
  • ხაზებს შორის დაშორება: 1.5
  • არ უნდა შეიცავდეს პლაგიატის ნიშნებს/საჭიროების შემთხვევაში შეიცავდეს სქოლიოს;
  • ესე უნდა მოიცავდეს ავტორის არგუმენტირებულ მსჯელობას/ანალიზს.

არასრულად შესრულებული ესეები საკონკურსოდ არ განიხილება!

კონკურსში მონაწილეობის მსურველს შეუძლია მხოლოდ 1 ესეს გამოგზავნა შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected].

გთხოვთ subject-ში მიუთითოთ “თავისუფლების მწერლები.”

გამოგზავნილ ესეს თან დაურთეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

კონკურსის შედეგად შერჩეული იქნება 3 გამარჯვებული, რომლებიც გამოვლინდებიან 20 ნოემბერს.

გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და მათი ესეები გამოქეყნდება საქართველოს მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის ვებგვერდზე.

  • I ადგილი – 500 ლარი
  • II ადგილი – 300 ლარი
  • III ადგილი – 200 ლარი
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები