მიმდინარეობს საკონკურსო განაცხადების მიღება ლიტერატურულ კონკურსზე “მაჩაბელი” – პირობები

კონკურსები

კონკურსი  – ლიტერატურული პრემია „მაჩაბელი“ ფართომასშტაბიანია და მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გამომცემლობათა და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2019-2020 (15 სექტემბრის ჩათვლით) წლებში ნაბეჭდი სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოები.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

კონკურსი „მაჩაბელი“ ხელს შეუწყობს ახალი ტალანტების გამოვლენას, ლიტერატურული პერიოდიკისა და გამომცემლობათა მოტივაციის ამაღლებას.

პრემია „მაჩაბელი“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო პოეტური ციკლი/კრებული საუკეთესო პროზაული ნაწარმოები;
  • საუკეთესო კრიტიკული/ესეისტური/პუბლიცისტური კრებული;
  • საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი.

თითოეულ საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ პრემია 2000 ლარის ოდენობით.

ავტორმა/გამომცემლობამ/ლიტერატურული პერიოდიკის რედაქციამ უნდა წარმოადგინონ ნაბეჭდი სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული პროდუქცია ელექტრონული, PDF ფაილის სახით და ამასთან, გარეკანის (წიგნის, ჟურნალის), სარჩევის (თუ ეს არის ჟურნალი ან ანთოლოგია) და პირველი გვერდის (სადაც უშუალოდ ფიქსირდება ავტორის გვარ-სახელი და ნაწარმოების სათაური) ფოტოები.

საკონკურსო განაცხადი 

საკონკურსო მასალები 2020 წლის 1-ლ ნოემბრამდე მიიღება.

ლიტერატურული პრემია „მაჩაბელის“ ოფიციალური პარტნიორია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და გორის უნივერსიტეტთან არსებული ლიტერატურული კაფე; დამფუძნებელი – გიორგი სოსიაშვილი; კოორდინატორი – თამარ გელიტაშვილი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები