აგრო კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიო პრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას აგრონომი სტაჟიორის პოზიციაზე.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
“ვეძებთ ახალგაზრდებს აგრონომი სტაჟიორის (7 ვაკანსია) პოზიციაზე.”
კანდიდატს უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი განათლება ან იყოს აგრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, ჰქონდეს ახალის შემეცნების კარგი უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას.
აგრონომი სტაჟიორის პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს,
- ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს,
- სტაჟიორებს ჩაუტარდებათ რეგულარული თეორიული და პრაქტიკული სწავლება/ტრენინგები,
- მიმზიდველ სტიპენდიას – 500 ლარიდან (NET), კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
სამუშაო ადგილია: თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და ხანმოკლე მივლინებები რეგიონებში ობიექტზე (კომპანიის ხარჯზე).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10-დან 18 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.
ბოლო ვადა: 13 ნოემბერი, 2020წ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. ველში “Subject” მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “აგრონომი სტაჟიორი”.