ანაზღაურებადი სტაჟირება Power BI-სა და SharePoint-ის მიმართულებით

დასაქმება

კომპანია “UGT” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს აპლიკაციების სამსახურში, Power BI და SharePoint-ის მიმართულებით.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტის პროცესების შესწავლა და ფუნქციონალური მოთხოვნების შედგენა;
  • Power BI-ის და SharePoint-ის სისტემების დანერგვის (კონფიგურაცია, მოდიფიკაცია, ტესტირება, ადმინისტრირება, მხარდაჭერა) პროცესში მონაწილეობა;
  • დეველოპერებისთვის ამოცანის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
  • კლიენტი კომპანიის მომხმარებლების (end-user) ტრენინგი;
  • ფუნქციონალის ტესტირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით);
  • აუცილებელია ინგლისური ენა (B2 დონე), სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • ბიზნეს აპლიკაციების დანერგვაში მონაწილეობისა და Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • ახალი სისტემის/ფუნქციონალის დამოუკიდებლად გარჩევისა და ადვილად ათვისების უნარი;
  • ერთდროულად რამდენიმე და განსხვავებული ამოცანების შესრულების უნარი;
  • გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული და მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • რამდენიმე საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 8 აგვისტოს ჩათვლით, ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ: “Power BI და SharePoint-ის მიმართულების სტაჟიორი”.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება “იუ-ჯი-თი”-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები