ტატო გუგენიშვილი, ფინეთში, ობო აკადემიის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. ის საკუთარ გამოცდილებას თანატოლებს სოციალურ პლატფორმა Speech-ზე უზიარებს და ყურადღებას წარმატების “გასაღებზე” ამახვილებს.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“ჩემი კვლევა ეხება სოციალურ ფსიქოლოგიას მარკეტინგის სფეროში და ჩემ პროფესორებთან ერთად ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტში, რომლებიც ძირითადად ეხება 5G ტექნოლოგიის დანერგვასა და ვირტუალური რეალობის გამოყენებას სწავლასა და სწავლებაში.
ჩემი აქ ყოფნა არ არის შემთხვევითობა, ეს არის ჩემს მიერ სტრატეგიულად დაგეგმილი და გადადგმული ნაბიჯების ერთობლიობა. სწორედ ას არის პირველი, რაც მინდა ვურჩიო მათ, ვინც ახლა იწყებს თავისი კარიერის განვითარებას.
ყველაზე კარგი მოტივატორი ჩემთვის არის არა იმაზე ფიქრი, თუ რა კარგი იქნება ყველაფერი მქონდეს, რაც მინდა, არამედ იმაზე ფიქრი, თუ რა ცუდი იქნება ჩემმა ცხოვრებამ განვლოს ისე, რომ ამ ყველაფერს არ მივაღწიო და შემდგომ ამაზე ფიქრი დავიწყო მაშინ, როდესაც ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილს უკვე ჩავლილი ექნება.
მუშაობა უნდა იყოს მუდმივი და თანმიმდევრული. მაგალითად, როგორც ენის შესწავლას სჭირდება ყოველდღე მეცადინეობა, ისე შენი კარიერის აწყობაზე ყოველდღე თანმიმდევრულად უნდა იმუშაო. როდესაც მაქსიმალურად იხარჯები შენ გარშემო მყოფები – შენი მეგობრები, მასწავლებლები, ლექტორები, შენი დამსაქმებლები – ამას ამჩნევენ და აფასებენ. ამით აკეთებ ისეთი თვისებების კომუნიკაციას, როგორ თვისებებთანაც შენი სახელი გინდა იყოს დაკავშირებული, როდესაც შენ სახელსა და გვარს ახსენებენ.
გარშემო ისეთი ადამიანები უნდა შემოიკრიბო, როგორიც შენ თავად გინდა რომ გახდე. ყველა ადამიანი თავისთან მდგომი 5 ადამიანის საშუალო არის. თუკი გინდა, იყო წარმატებული, თუ კი გინდა იყო მოტივირებული და რაღაცას მიაღწიო, სწორედ ასეთი ადამიანები უნდა გყავდეს გარშემო. ეს ყველაფერი სწორედ ამაზე არის – სოციალურ ზეგავლენაზე, რომელსაც ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რაღაცა დოზით ყველა განვიცდით.
მათ, ვისაც უნდა რომ წარმატებული იყოს, არ უნდა მოერიდოს საკუთარი თავის წარმოჩენა, საკუთარ თავზე საუბარი და შენი მიზნების გაზიარება. იმიტომ, რომ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ის გზა, რასაც შენ გადიხარ, უკვე გავლილი აქვთ, ნამდვილად გულით უნდათ რომ დაგეხმარონ. ამ გზის გავლის პროცესში შეიძლება მოგიხდეთ გეგემები მოდიფიკაცია, თუმცა საბოლოო მიზანი უნდა დარჩეს იგივე, არ უნდა დაკარგოთ ფოკუსი საით მიდიხარ. მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს ყველაფერი შეუძლია და ყველაფერში მაქსიმალური ჩადოს. მაგრამ ამ იდეით შთაგონებულმა არ უნდა დაკარგო რეალობის აღქმა. არ უნდა დაკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს. წარმატება არ არის სტატიკური მდგომარეობა, ეს არის პროცესი, ეს არის გზა, რომელზეც თუ კი შეჩერდი წარმატებულიც აღარ ხარ.”