ააიპ “ადამიანის უფლებათა ასოციაცია” აცხადებს მოწვევას ახალგაზრდებისთვის ტრენინგ კურსზე დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებისთვის “ჩვენ ერთად, ჩვენ შეგვიძლია”.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ტრენინგი ტარდება “მე ვირჩევ თანასწორობას” კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” მხარდაჭერით.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს შემდეგი რეგიონებიდან: ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, პანკისი.
მონაწილეები შეირჩევიან შევსებული სააპლიკაციო ფორმის შედეგად. ტრენინგში მონაწილეობის მიღება უფასოა. ოფლაინ კომპონენტთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ევროპის საბჭო.
ტრენინგი ჩატარდება უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ტრენინგის სამუშაო: ენაა ქართული.
დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ და მონაწილეობის პირობები იხილეთ ბმულზე.
ტრენინგში მონაწილეობისათვის აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 ივლისი.