„გახდი ქვიზების მბრძანებელი“ – კონკურსი სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის

კონკურსები

პროექტს „გახდი ქვიზების მბრძანებელი“ აფინანსებს კომპანია „აგაფოსი“, რომელმაც 750 ლარი გამოყო საპრიზო ფონდისთვის. თანხით დაჯილდოვდება 3 მონაწილე ნომინაციებში:

  • „ჟიურის რჩეული“ – 250 ლარი,
  • „ხალხის რჩეული“ – 250 ლარი,
  • „ყველაზე პოპულარული ქვიზი“ – 250 ლარი.

შესაძლოა მხოლოდ ერთ ნომინაციაში გამარჯვება.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

საკონკურსო პირობები:

1. მონაწილეს შეუძლია შეჯიბრებაში ჩაერთოს მხოლოდ ერთი ქვიზით.
კონკურსი ჩატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება მინიმუმ 50 მონაწილე.

2. მსურველებმა საიტზე www.agafos.com უნდა შექმნან ქვიზი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს. იგი შეჯიბრებაში ჩართვით ავტომატურად ეთანხმება საიტისა და კონკურსის წესებს. მონაწილე საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ქვიზში არსებული ინფორმაციის ავთენტურობაზე.

3. ჟიურის რჩეულს გამოავლენს „აგაფოსის“ ადმინისტრაცია, რომელიც აარჩევს ყველაზე ხარისხიან ქვიზს. გთავაზობთ შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალს:

  • დასახელება – ქვიზის სათაურისა და შინაარსის შესაბამისობა;
  • მოკლე აღწერა – ტექსტის ინფორმაციულობა;
  • დამატებითი პარამეტრები – მოცემული ინსტრუმენტების მიზნობრივად გამოყენება;
  • გაფორმება – ქვიზის შინაარსისა და სურათების შესაბამისობა;
  • გრამატიკა – გამართული ენობრივი ქსოვილი;
  • საინტერესო კონტენტი – ფაქტებზე ან ცნობილ თეორიებზე დაფუძნებული, საშუალო სირთულის კითხვები და ინფორმაციული პასუხები;

4. „ხალხის რჩეულს“ გამოვავლენთ გამოკითხვის საშუალებით, რომელიც განთავსდება www.agafos.com-ზე, დასახელებით „გახდი ქვიზეთის მბრძანებელი“. საიტის სტუმრები და წევრები ხმის მიცემით დააფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას. გაიმარჯვებს ქვიზის ავტორი, რომელიც დააგროვებს ხმების მაქსიმალურ რაოდენობას.

5. ქვიზი, რომელიც მოთამაშეთა რაოდენობით დაწინაურდება, დაჯილდოვდება ნომინაციაში „ყველაზე პოპულარული ქვიზი“.

6. როგორ შევქმნათ ქვიზი?

  • ვაჭერთ ღილაკს „შექმენი“/„Host”;
  • ვირჩევთ „შექმენით ქვიზი“/“Create Quiz”;
  • პირველ რიგში ვააქტიურებთ (ვნიშნავთ) ღილაკს „ქვიზების შეჯიბრება“/„Quiz Contest“ და ვირჩევთ „საუკეთესო ქვიზი #1“; 800 x 600);
  • ვირჩევთ კატეგორიას, რომელიც შინაარსობრივად უკავშირდება რომელიმე დარგს.
  • ვაყალიბებთ სათაურს, რომელშიც ნათლად ჩანს ქვიზის შინაარსი;
  • ვწერთ მოკლე აღწერას, რომელშიც მიმოვიხილავთ ქვიზს – შერჩეული საკითხის აქტუალურობას, ზოგად ფაქტებს მის შესახებ და ქვიზის მიზანს; აღნიშნულ აღწერაში გამოყენებული ინფორმაცია არ უნდა გამეორდეს ქვიზის შეკითხვებში
  • სისტემაში შეგვყავს 10–15 კონკრეტული კითხვა, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე, ცნობილ თეორიებზე, ნაშრომებზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, წიგნებზე, სახელმძღვანელოებზე, სტატიებზე და ა.შ.
  • თითოეულ კითხვას თან ვურთავთ ფოტოს ზომა უნდა იყოს მინიმუმ 800 x 600);
  • არ დაგავიწყდეთ სავარაუდო პასუხებს შორის სწორი პასუხის მონიშვნა.

იხილეთ საკონკურსო ქვიზის შექმნის სასწავლო ვიდეო.

7. ქვიზის მიღების ვადები: 03.07 – 08. 07. (23:59 სთ) კონკურსის ვადები: 09.07 – 15.07 (23:59 სთ) კონკურსის 3 გამარჯვებული გამოვლინდება ოთხშაბათს, 15 ივლისს.

15 ივლისის შემდეგ ქვიზი ავტომატურად გახდება უვადო და კლავ ხელმისაწვდომი იქნება მოთამაშეებისთვის.

8 . დისკვალიფიკაცია: თუ მონაწილე დაარღვევს ქვიზის შექმნის წესს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები