ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის რუსთავში

დასაქმება

შპს „რეტკო“ აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით ტექნიკური დეპრტამენტის ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 
სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
  • სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
  • სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატები
  • დასაქმდებიან კომპანიაში.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეები სამუშაო პროცესში შეეხებიან შემდეგ საკითხებს:

  • რკინის კონსტრუქციის შემუშავება და მოდერნიზაცია;
  • დანადგარები და მათი მუშაობის პრინციპი;
  • მუშა-ნახაზების და დოკუმენტაციის მომზადება-შემუშავება;
  • სპეციალური კომპიუტერული პროგრამების (Autodesk Inventor, ან DS CATIA, DS SolidWorks, Компас) შესწავლა.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (პრიორიტეტულია მანქანათმშენებლობის ან რკინის კონსტრუქციების წარმოების განხრით)
  • გამოყენებადი მასალის თვისებების ცოდნა
  • 3D-მოდელირების, ნახაზების და სპეციფიკაციების წაკითხვა;
  • ზოგადი საოფისე (MS Office) პროგრამების ცოდნა
    რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

დამატებითი პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის პრინციპი.

კომპანია გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კარიერულ ზრდას

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] (გრაფა «subject»-ში მიუთითეთ „სტაჟირება-კონსტრუქტორი“).

რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 12 ივლისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები