სტიპენდიის მიზანია, ჟურნალისტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის წახალისება და ამ მიმართულებით მათი უნარების განვითარება.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა:
სტიპენდიისა და კვლევის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს და სტიპენდიანტი კვლევაზე/ანალიტიკურ სტატიებზე იმუშავებს პროექტის – კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში (3G) – გუნდთან ერთად დისტანციურ რეჟიმში, ყოველკვირეულად შედგენილი გეგმის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
– საჯარო უწყებების მონაცემების ანალიზი და დამუშავება;
– ანალიტიკური სტატიისა ან/და კვლევითი ანგარიშის მომზადება შემდეგ საკითხებზე: საჯარო ფინანსების განკარგვა, სახელმწიფო პროგრამების/პროექტების მიმდინარეობა და ხარჯები, სახელმწიფო შესყიდვები და ა.შ.
– პროექტის გუნდის დახმარება მიმდინარე ანალიტიკური ნაშრომების მომზადებისას.
– საჭიროების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.
შენიშვნა: სტიპენდიის ფარგლებში, სტიპენდიანტმა უნდა მოამზადოს საკუთარი, მინიმუმ 1 ანალიტიკური სტატია/ნაშრომი ზემოთ ხსენებულ საკითხებზე. ნაშრომი გამოქვეყნდება IDFI-ის ვებგვერდზე. სტატიის თემატიკაზე შეთანხმება მოხდება სტიპენდიის დაწყებისთანავე.
კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთი სტიპენდიანტის შერჩევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია:
– ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრიატის ხარისხის მქონე პირი შემდეგ სპეციალობებში: სახელმწიფო მართვა, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში;
– ანალიტიკური სტატიების წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
– სასურველია, საჯარო უწყებების ღია მონაცემების ბაზებთან და სხვადასხვა სამთავრობო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილების ქონა;
– მნიშვნელოვანია, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
– საოფისე პროგრამების ცოდნა;
– გუნდური მუშაობის უნარი;
– ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
– დისტანციურად მუშაობის უნარი;
– დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თვიური ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
გამოსაგზავნი დოკუმენტები:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 12 ივლისის ჩათვლით [2020] უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები ელ-ფოსტაზე [email protected]:
– CV
– მოტივაციის წერილი, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი საკითხ(ებ)ი, რომლებზე მუშაობითაც კანდიდატი არის დაინტერესებული სტიპენდიის დროს.
– მინიმუმ 1 ანალიტიკური ნაშრომი ან მისი ბმული
არ განიხილება განცხადებები, თუ ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტი არ იქნება წარმოდგენილი!
გამოგზავნისას, წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ კონკურსის დასახელება – ონლაინ სტიპენდია.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
სტიპენდია გამოცხადებულია პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (3G) ფარგლებში [2019-2021], რომელიც ხორციელდება IDFI-ის მიერ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით.