ახალგაზრდობის სააგენტო “ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2020“–ის ფარგლებში, ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ ადამიანს კულტურული ღონისძიებების კოორდინატორის პოზიციაზე.
პოზიციაზე ხელფასი: 1083 ლარი დარიცხული
კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი, ბანაკის განმავლობაში პასუხისმგებელია ბანაკის ფარგლებში ყველა კულტურული და სარეკრეაციო ღონისძიების ორგანიზებასა და განხორციელებაზე. მათ შორის საღამოს ღონისძიებები, ბანაკის გახსნისა და დახურვის ღონისძიებებისა და ინდივიდუალური წარმოდგენების დაგეგმვისა და განხორციელების ყველა პროცედურის ორგანიზებასა და მასალების მომზადებაზე;
კულტურული ღონისძიებების კოორდინატორის მოვალეობები:
- ბანაკის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა, მთელი ბანაკის მანძილზე;
- ღონისძიებების სცენარის გაწერა და დადგმის უზრუნველყოფა;
- ლიდერებთან კოორდინაციით, ყოველდღიური კულტურული აქტივობების კოორდინირება;
- ბანაკში მონაწილე ყველა ქვეყნის გუნდის მიერ ჩასატარებელი კულტურული საღამოს ორგანიზება;
- ბანაკის გახსნითი და დახურვის ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება/ჩატარება;
- აუდიო აპარატურის გამართვა;
- ბანაკის პროგრამისა და შინაგანაწესის ცოდნა;
- ლიდერ-ტრენერთა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
- სხვა საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია თეატრალური მიმართულებით, დამდგმელი რეჟისურის კუთხით;
- სავალდებულოა ჰქონდეს მასობრივი კულტურული ღონისძიებების განხორციელების გამოცდილება;
- საბანაკე აქტივობების განხორციელების გამოცდილება 14-18 წლის ასაკობრივ ჯგუფთან;
- სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
პროექტს “ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2020 საქართველოში” ევროკავშირის მხარდაჭერით ვახორციელებთ. ბანაკი 15 აგვისტოს გაიხსნება და 30 აგვისტოს დაიხურება.
შენიშვნა: ახალი კორონავირუსის (COVID-19) გამო, პროექტის განხორციელებისას შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს.
აპლიკანტებმა, უნდა მიუთითოს სასურველი ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში და ერთ მეილად გამოგზავნოს შემდეგი დოკუმენტები ელფოსტაზე: [email protected] 2020 წლის 28 ივნისის ჩათვლით, სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპოსტის ასლი;
- განახლებული რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენებზე;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არ ეხება საწყობის კოორდინატორის პოზიციას);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან, პოზიციის შესაბამისად;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი.