მარიამ გოგია, 22 წლის სტუდენტია, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამაზე, პროგრამული ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს. მარიამი მე-9 კლასამდე თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, მოგვიანებით კი სასწავლებლად ამერიკაში გადავიდა და, შესაბამისად, სკოლაც იქ დაამთავრა. ბაკალავრის ხარისხი კი ინგლისში მიიღოო.
STUDINFO.GE დაინტერესდა როგორია ჰარვარდის სტუდენტის განვლილი გზა და სამომავლო გეგმები. ჩვენს შეკითხვებს მარიამ გოგია პასუხობს.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
– როგორ აირჩიე პროფესია და რამდენად მოთხოვნადია ის დღევანდელ რეალობაში?
– ერთი წლით ადრე სანამ დავამთავრებდი ბაკალავრიატს, ლონდონში დავესწარი ერთ-ერთ ღონისძიებას სადაც განიხილავდნენ სხვადასხვა კარიერულ გზას კურსდამთავრებულებისთვის. ამ ღონისძიებაზე მოვისმინე რომ დღესდღეობით ბაზარზე ძალიან დიდია კონკურენციაა და წარმატებისთვის გარდა ბაკალავრის ხარისხისა საჭიროა გქონდეს დამატებითი უნარ-ჩვევა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევს და გაქცევს უფრო ღირებულ თანამშრომლად.
ამ დროს გადავწყვიტე გავყოლოდი ტექნოლოგიას, უნივერსიტეტის პარალელურად დავიწყე სიარული პროგრამირების კურსებზე და ვისწავლე პროგრამული ენები.
ჩემთვის იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა ეს სფერო რომ გადავწყვიტე შემეცვალა პროფესია და მოვმზადებულიყავი პროგრამულ ინჟინერიაზე მაგისტრატურაზე ჩასაბარებლად.
დღესდღეობით, სამუშაო ბაზარზე პროგრამული ინჟინერები და კომპიუტერული მეცნიერების კურსდამთავრებულები ყველაზე მოთხოვნადები არიან. ამ პროფესიის ადამიანებისთვის ძალიან ბევრი პოზიციაა ღიაა. გარდა იმისა რომ ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის მარტივია სამსახურის შოვნა, ისინი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოხელეები არიან დასავლეთში.
– ბაკალავრის ხარისხი ინგლისში მიიღე. როდის და როგორ მოხვდი ბრიტანეთში? რა გზა გაიარე? ამ გზის სირთულეებსა და დადებით მხარეზე რომ გვესაუბრო…
– ბრიტანეთში სრულიად შემთხვევით და დაუგეგმავად აღმოვჩნდი. როგორც ზემოთ აღვნიშნე სკოლა ამერიკაში დავამთავრე და, შესაბამისად, ამერიკაში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას. ყველაფერი ზედმიწევნით მქონდა დაგეგმილი, თუმცა ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა. ამერიკის უნივერსიტეტებში მოსახვედრად აუცილებელია SAT გამოცდის დაწერა. ამ გამოცდაზე გავედი, თუმცა რეგისტრაციის დროს მომხდარი უზუსტობის გამო ქულა არ მომივიდა და გამოცდა გამინულდა. მხოლოდ 4 თვეღა მქონდა დარჩენილი სკოლის დამთავრებამდე, როცა გავიგე რომ ამერიკის უნივერსიტეტებში ამ გამოცდის ქულის არ ქონის გამო ვეღარ ჩავაბარებდი და რამე სხვა უნდა მომეფიქრებინა. ერთ თვეში გავაკეთე კვლევა უნივერსიტეტებზე მსოფლიოს მასშტაბით, დავწერე აპლიკაციები და ჩავაბარე შესაბამისი გამოცდები. დაახლოებით 20 უნივერსიტეტში და 10 სხვადასხვა ქვეყანაში შევიტანე აპლიკაცია და 20-ვეში ჩავირიცხე. ევროპის ყველა მოწინავე ქვეყნიდან მქონდა შემოთავაზება და ასევე ავსტრალიიდანაც, თუმცა ავირჩიე ბრიტანეთი რადგან უნივერსიტეტმა სრული დაფინანსება შემომთავაზა.
– როგორი იყო ადაპტაციის პროცესი? თუ გექმნებოდა რაიმე სახის დისკომფორტი იმის გამო რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხარ?
– ადაპტაციის პროცესი საერთოდ არ გამჭირვებია. ლონდონი მრავალნაციონალური, საერთაშორისო ქალაქია და თავს გარიყულად არ გრძნობ. ჩემს ჯგუფში ჩემს გარდა კიდევ ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუდენტი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რამაც ჩემი წლები ინგლისში კიდევ უფრო საინტერესო და შემეცნებითი გახადა. სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან ურთიერთობამ და მეგობრობამ მომცა საოცარი კულტურული განათლება.
– პარალელები რომ გავავლოთ ევროპულ და ქართულ განათლების სისტემასა და მიდგომებს შორის, როგორ შეადარებდი?
– მე რადგან საქართველოში მხოლოდ მე-9 კლასამდე მაქვს განათლება მიღებული თავს ამ კითხვისთვის კომპეტენტურად არ ვთვლი.
– როგორია შენი ერთი სასწავლო დღე აშშ-ში და თუ გრჩება დრო გართობისთვის?
– ვცდილობ რომ მხოლოდ კვირის დღეებში ვიმუშავო და უქმე დღეები დასვენებას დავუთმო. დღის მანძილზე მაქვს 2-3-საათიანი ლექციები, რომლის დასრულების შემდეგაც ვიწყებ პროექტებზე მუშაობას. ძირითადად დავალებებად დიდი პროექტები გვაქვს ხოლმე, რომელიც მრავალსაათიან პროგრამირებას მოითხოვს. ჩემი სასწავლო დღე გვიან, დაახლოებით 12-1 საათზე მთავრდება, ამიტომ ვცდილობ რომ შაბათ-კვირას არ ვიმეცადინო, რადგან მენტალური პაუზა მჭირდება პროექტებისგან.
რაც შეეხება გართობას, ჩემთვის ბოსტონი ძალიან საუნივერსიტეტო ქალაქია, თითქოს მხოლოდ სტუდენტები და პროფესორები ცხოვრობენ, ამიტომ ძირითადად ყველა დაკავებულია ან როცა დრო აქვს ისვენებს.
– როგორ მოახერხეს ადგილობრივმა უნივერსიტეტებმა კორონავირუსის პანდემიის პირობებზე მორგება?
– ბოსტონში ყველა უნივერსიტეტი ძალიან მარტივად გადავიდა ონლაინ სწავლებაზე. ჩემთვის გასაკვირიც იყო როგორ მარტივად და ხარისხიანად მოხდა ეს გადასვლა. ჩვენ ყველა – სტუდენტები და პროფესორები, ერთად ვცდილობდით რომ ეს პროცესი მარტივი და არასტრესული ყოფილიყო ყოველათვის. ჰარვარდის უნივერსიტეტმა ძალიან შეგვიწყო ხელი. უნივერსიტეტმა ფინანსური დახმარება გაუწია პანდემიით დაზარალებულ სტუდენტებს. ასევე კემბრიჯის რაიონის მერმა გახსნა ფონდი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში კემბრიჯის მაცხოვრებლებს 2 თვის ქირის საფასურს უფარავდა.
– გაგვიზიარე შენი რჩევები და სურვილები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სამომავლოდ საზღვარგარეთ გეგმავენ სწავლის გაგრძელებას…
– მომავალ სტუდენტებს ვურჩევ რომ გააკეთონ ეფექტური და ძირფესვიანი კვლევები უნივერსიტეტებზე სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს დაეხმარებათ მათ შესაძლებლობების აღმოჩენაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე აუცილებელია კარგად გაიაზრონ უნივერსიტეტის მოთხოვნები, თუ რას ეძებენ ისინი სტუდენტებში და დაიწყონ შესაბამისი მომზადება. ვურჩევ მათ, შეინარჩუნონ ფართო თვალსაწიერი, მიიღონ ყველანაირი გამოწვევა და ისიამოვნონ თავგადასავლით.
– შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი? უკავშირდება თუ არა ის ჩვენს ქვეყანას?
– სამომავლოდ მინდა გადავიდე კალიფორნიის შტატში ერთ-ერთ მსხვილ ტექკომპანიაში სამუშაოდ. ჯერჯერობით ჩემი პროფესიით ჩემს ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ვხედავ, თუმცა თუ ეს პერსპექტივა გამოჩნდება აუცილებლად მივიღებ მას.
papapapapa
apapapapapa
dsfsdfsdfsdf sdjfSDKFJHsdkfjhSLKDFJHkdf
sdfsdf
sdfsdfsdf
sdf
sdf
- dfgdfg
- dfgdfg
- dfgdfg
- f
xzzxv fd gadfg afg
sdasdasd
qutations
jhg aldkg jahlfdg kjahfg lkjfg hlkafj gh
dfgdfg
dfgdfg
dsfsdf
gfhfghfgh
dsfd k kajfdg hfdkjh dafkjg hafdk jhgkalfj hjd dskjf hDSLKFJ HLSKDJF HLSKDJF HLSKDJF HSLDKJF H SDIFJ HSdlkfj hlskd jfhlskdj flskdjfh lskdjf lksdjf LSKDJF
GFFGHFGHFGH