„ევექსის კლინიკები“ აცხადებს სატელეფონო ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი (4 საათი 5 სამუშაო დღე) განაკვეთი.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიაში შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მართვა
პაციენტების მომსახურების ორგანიზება
მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტის შესახებ
ზარების პროგრამული აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა უმაღლესი განათლება/ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია განათლება სამედიცინო მიმართულებით);
სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
გამართული მეტყველება;
კლიენტებსა და მომსახურებაზე ორიენტაცია;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15.06.2020 წ.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.