ქეთევან კაკალაძე პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (Sciences Po-ს) მაგისტრატურის სტუდენტია. მან საკუთარ ფრანგულ გამოცდილებაზე სოციალურ პლატფორმა Speech-ზე ისაუბრა. 25 წლის სტუდენტმა იმ გამოწვევებსა და პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მას საფრანგეთში ცხოვრებისას დაუგროვდა.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
რატომ დიპლომატია
ჩემთვის საინტერესო იყო გამეგო უცხოელი დიპლომატების თუ პოლიტიკოსების მოსაზრება საქართველოსთან დაკავშირებით – როგორ უყურებენ ზოგადად ქვეყანას, მათი ხედვა საქართველოს მიმართ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების შესახებ. რის საფუძველზეც შთაბეჭდილება დამრჩა რომ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და შევადგინოთ უფრო რეალისტური სტრატეგიები.
ფრანგული სწავლების სისტემა
ყველაზე საინტერესო რაც იყო ჩემთვის ფრანგული სწავლების სისტემაში და კონკრეტულად Sciences Po-ში, იყო მათ პრაქტიკული მიდგომა სწავლების მიმართ. რაც მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, გულისხმობდა სხვადასხვა პრაქტიკულ კურსებს, სხვადასხვა სიმულაციებს, პოლიტიკური რჩევების მიწერას მინისტრებისთვის, ელჩებისთვის, ამასთანავე დიპლომატიური მოლაპარაკებების ხელოვნების წარმოების შესწავლა.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი, რაც საკმაოდ საინტერესო აქვს არის ის რომ მაგისტრატურის შემთხვევაში მე-3 ან მე-4 სემესტრში ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს ან ერთსემესტრიანი სტაჟირება, ან ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამა, რომლის საფუძველზეც მიიღებს შემდეგ მაგისტრატურის ხარისხს.
საფრანგეთის და კონკრეტულად Sciences Po-ს შემთხვევაში ბევრად მეტი დრო ეთმობა პრაქტიკას, ვიდრე თეორიული ცოდნის მიღებას.
სირთულეები
საფრანგეთში სწავლების პერიოდში 2 მიმართულება წამოიჭრა ჩემ წინაშე, ერთი, ეს იყო უშუალოდ სწავლება და მეორე, ეს იყო ბიუროკრატია, რომელიც უკავშირდება იგივე საცხოვრებელი ადგილის პოვნას, საბანკო ანგარიშის გახსნას, სოციალური დაზღვევების გაკეთებას.
გეგმები
საქართველოს უკავშირდება ჩემი მომავალი გეგმები. ვისურვებდი რომ ვიმუშაო იმ სპეციალობით რაც დავამთავრე – ეს არის დიპლომატია, კონკრეტულად დიპლომატია ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.
რჩევები
მე ვურჩევდი ყველა სტუდენტს, რომ უფრო მეტი პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეიძინონ და რაც მთავარია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო გამოცდილება დააგროვონ.