კონკურსი საპნის დამზადების საუკეთესო რეცეპტის გამოსავლენად

კონკურსები

საპნის ტექნოლოგი ხარ?
იცი როგორ მზადდება საპონი?
არ იცი, მაგრამ შეგიძლია ინფორმაციის ინტერნეტში ან სხვა წყაროებში მოძიება და საპნის დამზადება?

მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა!

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

20 ივნისს წარმოგვიდგინე შენი რეცეპტით დამზადებული საპნის ნიმუში. შენი საპნის რეცეპტის მოწონების შემთხვევაში მიიღებ 3000 ლარს.

საპონი უნდა იყოს:

  • გამოყენებისთვის უსაფრთხო,
  • არაალერგიული,
  • ანტიბაქტერიული და
  • ანტივირუსული.
  • მნიშვნელოვანია, რომ კარგად ქაფდებოდეს.

ფერებში შეზღუდული არ ხართ, გნებავთ ერთ ფერიანი იყოს, გნებავთ – ჭრელი. თუმცა, სასურველია, რომ არ იყოს გამჭვირვალე.

ასევე უპირატესობა მიენიჭება რეცეპტს, სასიამოვნო არომატით.

ამ ეტაპზე საპნის ფორმა არ არის პრიორიტეტული და შეგიძლია წარმოადგინო სასურველი სახით.

ხშირად დასმული კითხვები კონკურსთან დაკავშირებით:

კითხვა: რამდენი სხვადასხვა ნიმუშის წარდგენა შემიძლია?
პასუხი: ნიმუშების რაოდენობაში არ ხარ შეზღუდული.

კითხვა: მყარი საპონი უნდა დავამზადო თუ თხევადი?
პასუხი: ამ ეტაპზე გვჭირდება მხოლოდ მყარი საპონი.

კითხვა: სად შეიძლება ვნახო საპნის მომზადების რეცეპტი?
პასუხი: მათი ნახვა შეგიძლია როგორც ინტერნეტ სივრცეში, ასევე სხვადასხვა, შესაბამისი კატეგორიის წიგნებში ან შეიძლება ბებიისგან ან დედისგან გქონდეს ნასწავლი. მთავარია, რომ საპონი იყოს უსაფრთხო და ანტიბაქტერიული თვისების.

კითხვა: სად და როდის უნდა მოგაწოდოთ ნიმუშები?
პასუხი: ნიმუშები თავად შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ 20 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე, რომლის ზუსტ დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ.

კითხვა: ყველა მონაწილე მიიღებს საპნის რეცეპტში ფულად ანაზღაურებას?
პასუხი: მას შემდეგ რაც წარმოდგენილი ნიმუშების შედარებისას ავარჩევთ ერთს, ჩვენთვის საუკეთესოს, 3000 ლარს გადავცემთ აღნიშნულ პირს საპნის რეცეპტის სანაცვლოდ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები