კომპანია “ნექსია თიეი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
კომპანია შპს “ნექსია თიეი” (Nexia TA) წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას, “NEXIA International” -ს საქართველოში.
განაკვეთი: სრული (ლექციებზე ხელშეწყობით)
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- აქტიურობა;
- კომუნიკაბელური;
- პუნქტუალური;
- შრომისმოყვარე.
კომპანისთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და მუდმივად იზრუნოს მის მოტივაციაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] მიმდინარე წლის 29 მაისამდე.
წერილის სათაურში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – „სტაჟირება ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში”, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
დაუკავშირდებაინ მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.