გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს გრაფიკული პოსტერების კონკურსს სახელწოდებით ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს, რომელსაც:
- სურს, თავისი მცირე წვლილი შეიტანოს 2020 წლის ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნაში
- სურს, ხაზი გაუსვას ჩვენს მჭიდრო ურთიერთკავშირს ბუნებასთან
- აქვს მინიმალური უნარები, შექმნას საკუთარი ორიგინალური გრაფიკული პოსტერი
კონკურსში მონაწილეობისათვის პოსტერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- იყოს ავტორის ორიგინალი ნამუშევარი
- იყოს შესრულებული გრაფიკული დიზაინის ნებისმიერ პროგრამაში
- ასახავდეს ადამიანების სიცოცხლის დამოკიდებულებას ბუნებაზე (ბიომრავალფეროვნებაზე) ან გარემოს ყველა კომპონენტის ურთიერთკავშირს
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თქვენ მიერ შექმნილი პოსტერები უნდა გამოგვიგზავნოთ არაუგვიანეს 21 მაისისა ელექტრონულად, PDF ფორმატში ელ.ფოსტაზე: [email protected].
კონკურსანტებისთვის 22 მაისს გაიმართება ვებინარი.
ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით 3 საუკეთესო პოსტერის ავტორი დასაჩუქრდება სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
პრიზების გადაცემა მოხდება საგანგებო სიტუაციის დასრულების შემდეგ.
კონკურსთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია მარიამ ხვედელიძე (ელ.ფოსტა: [email protected]; მობ: 555 566 047).