პროექტი სტუდენტებისთვის – „ახალგაზრდები ევროპისკენ“

კონკურსები

„სტუდენტური საინიციატივო ჯგუფი“ აცხადებს სტუდენტების მიღებას რეგიონში მდებარე უნივერსიტეტებიდან, პროექტში „ახალგაზრდები ევროპისკენ“.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ევროინტეგრაციისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში. პროექტი ითვალისწინებს, საუკეთესო სტუდენტების ვიზიტს ბრიუსელში, ევროპულ ინსტიტუტებში.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში: თელავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში შეიქმნება 6 სტუდენტისგან დაკომპლექტებული სტუდენტური ჯგუფები, რომლებიც შედგენილი იქნება ადგილობრივი სტუდენტებისგან. თითოეულ ჯგუფს ეყოლება ერთი ფასლიტატორი.

პროექტი დაყოფილია სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კვლევა. კერძოდ, რამდენად ხორციელდება ცალკეულ მუნიციპალიტეტების ყოველდღიურ ცხოვრებაში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

საკვლევი თემების ამორჩევა მოხდა მუნიციპალიტეტების მიხედვით, თუ რა ინტერესი ჰქონდათ ახალგაზრდებს. საბოლოო ჯამში, გამოიკვეთა სამი თემა, რაზეც ახალგაზრდებს სურთ მუშაობა, ესენი არის: “ტრანსპორტის უსაფრთხოება”, “გარემოს დაცვა” და “დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები”. 6 სტუდენტისგან შემდგარი გუნდში, 2-2 სტუდენტი იმუშავებს აღნიშნულ 3 თემაზე. პირველი ეტაპის დასასრულს, შეიქმნება ერთიანი კვლევითი დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში ჩართული იქნება აკადემიური კვლევების ექსპერტი. აღნიშნული დოკუმენტი იქნება პირველი მასშტაბური სტუდენტური კვლევა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით, რეგიონებში.

პროექტის მეორე ეტაპზე მოხდება კვლევის პოპულარიზება. ასევე სტუდენტური ჯგუფის ბაზაზე შეიქმნება მოხალისეობრივო ჯგუფები, რომელთან ერთადაც მოხდება ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელება.

პროექტის მესამე ეტაპზე, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, დაიწყება ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ნაწილი. კერძოდ, პროექტის მონაწილეები მიაწვდიან ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ, რათა გადაიგდას შესაბამისი ნაბიჯები.

პროექტის მიმდინარეობისას სამივე ეტაპზე, საჭიროების მიხედვით, მუნიციპალური გუნდის წევრების შეხვედრა მოხდება კვირაში ორჯერ. გუნდის შეხვედრას გაუძღვება ფასილიტატორი.

პროექტის ფარგლებში მონაწილე ექვსი მუნიციპალური ჯგუფიდან, სამივე ეტაპზე დაყრდნობით, კვალიფიციური ჟიური გამოავლენს ერთ გამარჯვებულ გუნდს, რომელიც გაემგზავრება ბრიუსელში ერთ კვირიანი სასწავლო ვიზიტით.

პროექტის დასაწყისში შერჩეული მონაწილეები მიწვეულნი იქნებიან 3 დღით ქალაქ რუსთავში მდებარე „რუსთავის სკაუტურ ცენტრში“, სადაც ისინი შეხვდებიან სფეროს ექსპერტებს. მონაწილეები ექსპერტებისგან მიიღებენ სიღრმისეულ ინფორმაციას საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ აღნიშნული 3 საკითხის ირგვლივ.

ახალი კორონავირუსით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არსებობს მაღალი ალბათობა, ექსპერტებთან შეხვედრის ნაწილი განოხრციელდეს დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. ხოლო გუნდების შეკრება რუსთავში მოხდეს, პროექტის დასასრულს, პროექტის შეჯამების ღონისძიებაზე.

ასევე არსებული მდგომარეობის ფონზე, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდეს დისტანციურად.

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე. პროექტის ვადები: 2020 წლის 1 ივნისი – 2021 წლის 27 თებერვალი. (აგვისტოსა და სხვა ოფიციალური დღესასწაულების გამოკლებით)

ვიწყებთ საქართველოს 6 ქალაქში, მონაწილეების შერჩევას, მუნიციპალური ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად. თითოეულ ქალაქში შეირჩევა, 5 სტუდენტი.( მე-6 მონაწილე არის ფასილიტატორი, რომელიც ასევე უშუალოდ იქნება ჩართული კვლევის პროცესში)

მუნიციპალური გუნდის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ბაკალავრის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი თელავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში მდებარე უნივერსიტეტებიდან;
  • ჰქონდეს სურვილი და მოტივაცია: “ტრანსპორტის უსაფრთხოება”, “გარემოს დაცვა” და “დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები” თემებზე მუშაობის;
  • ჰქონდეს სურვილი, აკადემიური კვლევების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების;
  • ჰქონდეს სურვილი, მიიღოს ინფორმაცია სფეროს ექსპერტებისგან მისთვის საინტერესო თემაზე;
  • ჰქონდეს გუნდური მუშაობის უნარი;
  • გაიგოს მეტი, ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ;
  • ჰქონდეს სურვილი, წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში;
  • ჰქონდეს სურვილი ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში, ანტი-დასავლური დეზინფორმაციების წინააღმდეგ ბრძოლას;
  • აქტიურად ჩაერთოს პროექტის სამივე ეტაპზე;
  • ჰქონდეს სურვილი შეიტანოს წვლილი პირველი ისტორიული კვლევითი დოკუმენტის შექმნაში.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected] 2020 წლის 27 მაისამდე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ: პროექტის მონაწილე.

მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში შედგება მოკლე ვიდეო გასაუბრება პროექტში მონაწილეობის კანდიდატებთან.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე: +995 574803293 ან +995 598237380

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები