კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ერეკლე ჭუხულაძე მის მიერ ახლახან მოპოვებულ სტიპენდიას ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადასცემს.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
ზუგდიდელმა ახალგაზრდამ სტიპენდია საადვოკატო ბიუროს “მიგრიაული და პარტნიორების“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შედეგად მიიღო. მან გადაწყვიტა ამ თანხით მათ დახმარებოდა, ვისაც ახლა ეს განსაკუთრებულად სჭირდება.
“მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, კონსტანტინე კაკავას დავუკავშირდი და ვთხოვე იმ ბავშვის რეკვიზიტები, რომელსაც ამ ეტაპზე დახმარება ძალიან სჭირდება. რეკვიზიტებს მივაწვდი საადვოკატო ბიუროს და კონკრეტულ თანხას ოთხი თვის განმავლობაში ჩაურიცხავენ “, – გვითხრა სტუდენტმა.
ერეკლე ჭულუხაძე 2018 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტიცაა. გარდა ამისა, 2019-2020 სასწავლო წელს მოიპოვა აფხაზეთის მთავრობის მიერ დაწესებული ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია. მას აგრეთვე 2017 წლიდან დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტიპენდია ერიცხება.
წყარო: radioatinati.ge