იდეების კონკურსი ახალგაზრდებისთვის

კონკურსები

Japan Tobacco International ახალგაზრდებს სთავაზობს საერთაშორისო სტაჟირების მოპოვების შესაძლებლობას.

Make It Bright 2020 არის საინტერესო გამოწვევა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 31 ქვეყნის წარმომადგენელი. საუკეთესო გუნდი გაივლის 6-თვიან საერთაშორისო სტაჟირებას Japan Tobacco International-ია რომელიმე ოფისში.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

გამოწვევის მთავარი მიზნებია:

  • გაუზიაროს მონაწილეებს გამოცდილება, რომელიც ღირებულია მათი მომავალი პროფესიული განვითარებისათვის;
  • უზრუნველყოს მონაწილეებისთვის ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით დატვირთული პროგრამა;
  • შესთავაზოს მონაწილეებს პროფესიონალების მხარდაჭერა და საინტერესო ბიზნეს გარემო;
  • მისცეს მონაწილეებს საერთაშორისო სტაჟირების მოგების შესაძლებლობა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ხარ 18-იდან 24 წლამდე ახალგაზრდა, მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი? მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები გამოწვევაში მონაწილეობას ვერ იღებენ.
  • გაქვს 2 წელიწადზე ნაკლები სამუშაო გამოცდილება?
  • კარგად ფლობ ინგლისურ ენას?
  • ხარ კრეატიული და მიზანდასახული?

მაშინ შეუერთდი გამოწვევას, დარეგისტრირდი ვებგვერდზე: /www.makeitbright.com

შექმენი 2 მონაწილისაგან შემდგარი გუნდი, მიიღე რეალური ბიზნეს გამოწვევა და წარადგინე შენი იდეები გლობალურ პლატფორმაზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი.

კომპანიის მიზანი არა არის მათი ბრენდების ან პროდუქტების რეკლამირება!

მონაწილეობა უფასოა!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები