სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის მოცულობა და მისი განაწილების წესი

ინფორმერი

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 26 მარტის 18 საათზე დასრულდება.

მაგისტრანტობის კანდიდატებს გამოცდებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვთ, მათ შორის აინტერესებთ გრანტის განაწილების პრინციპიც.

საქართველოს მთავრობის მიერ 2020-2021 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 2 250 000 ლარით. აქედან სამაგისტრო გრანტი შეადგენს 2 000 000 ლარს, 205 000 ლარი გამოყოფილია მაგისტრანტების დასაფინანსებლად სოციალური პროგრამის ფარგლებში, ხოლო 45 000 ლარი – მაგისტრანტების დასაფინანსებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

საქართველოს მთავრობის მიერ 2020-2021 სასწავლო წლისათვის განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა);
  • ჯანდაცვა;
  • ჰუმანიტარული;
  • ხელოვნება;
  • აგრარული;
  • განათლება;
  • სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა);
  • საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა);
  • სამართალი;
  • მათემატიკა და ფიზიკა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • ბიზნესი და ეკონომიკა.

სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის საერთო მოცულობის (2 000 000 ლარი) 39.96% (799 200 ლარი) აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე თანაბრად განაწილდება, ხოლო დარჩენილი 60,04% (1 200 800 ლარი) საგანმანათლებლო 7 პროგრამულ მიმართულებებზე განაწილდება პრიორიტეტების მიხედვით შემდეგი პროცენტული მაჩვენებლების შესაბამისად:

ა) საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;
გ) სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;
დ) განათლება − 6,07%;
ე) ჰუმანიტარული − 6,07%;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;
ზ) ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;
თ) სამართალი − 3,07%;
ი) მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;
კ) აგრარული − 2,17%;
ლ) ჯანდაცვა − 1,17%;
მ) ხელოვნება − 0,67%.

ცნობისთვის, რეგისტრაციის გავლამდე მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა გაეცნოს ინსტრუქციას – გზამკვლევს, რომელშიც დეტალურადაა მოცემული მისთვის საინტერესო და საჭირო ყველა ინფორმაცია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები