ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია „ქართული ღვინის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: მოქნილი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 58

მოთხოვნები:

  • ბიზნესის ადმინისტრირების (მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი);
  • გამოცდილება სოციალური გვერდების მართვაში;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ფოტოგრაფიის უნარი;
  • ფოტოებისა და ვიდეოების მოტაჟისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა ( Adobe Photoshop, Adobe Premier (ან რაიმე შესაბამისი);
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
  • მზაობა მივლინებებისთვის.

მოვალეობები:

  • კომპანიის ივენთების, ქარხნის, რთველის, მეღვინეობის, ვენახების გადაღება პერიოდულ რეჟიმში სოც. გვერდების კონტენტის გენერირებისთვის.
  • პროდუქციის პერიოდული სიტუაციური ფოტოების გადაღება სოც. გვერდების კონტენტის გენერირებისთვის.
  • სხვადასხვა სავაჭრო ობიქტებეზე სიარული, თაროს, პროდუქციის განლაგებისა და აქციების ფოტოების და ვიდეოების გადაღება სოც. გვერდების კონტენტის გენერირებისთვის.
  • პერიოდული ლაივები Facebook and Insta. ზე კონკრეტული ივენთებიდან.
  • ვინოთეკის “Wine and Dine“ აქციების ასახვა, პროდუქციის სიტუაციური ფოტოებისა და ივენთების გადაღება სოც. გვერდების კონტენტის გენერირებისთვის.
  • სამი კომპანიისთვის Facebook და Insta პოსტების მომზადება, კონკრეტული პოსტების დაბუსტვა შექმნილი კონტენტით (კვირაში 5 პოსტი) მარკეტინგის მენეჯერთან შეთანხმებით.

პიროვნული თვისებები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
შრომისმოყვარეობა
მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
აქტიურობა და კომუნიკაბელურობა;
კრეატიულობა;
თავდაჯერებულობა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება გასაუბრებისას.

განცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა 25 მარტი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected]. აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები