„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს პოსტერების კონკურსს კომპანიის საქმიანობისა და სლოგანის/გზავნილის თემაზე „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული. საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდი, მეორე ადგილის მფლობელს კი შეარჩევს Facebook მომხმარებელი მოწონებების საშუალებით.
გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ პლანშეტები.
კონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვანს სსე-ის თანამშრომლების გარდა.
- პოსტერი უნდა ეხმიანებოდეს ენერგეტიკის თემას – მასზე უნდა ფიგურირებდეს ქვესადგური, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ან ანძა.
- ნამუშევარი არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა.
- ერთ ადამიანს შეუძლია რამდენიმე ნამუშევრის გამოგზავნა.
პოსტერი უნდა მომზადდეს შემდეგ პროგრამებში: photoshop / coreldraw /Adobe illustrator / Adobe InDesign .
პოსტერი უნდა იყოს landscape, სულ მცირე A3 ფორმატის (სიგანე 42, სიმაღლე 30).
კონკურსანტმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფიციალური Facebook გვერდის შეტყობინებებში უნდა გამოაგზავნოს პოსტერის ორი ვერსია:
1) მაღალი რეზოლუციის ციფრული ვიზუალიზაციის ბმული – 300 DPI გაფართოებით ატვირთული https://wetransfer.com/-ზე.
2) საჩვენებელი ფაილი jpg ფორმატში (ფეისბუქ გვერდზე განსათავსებლად).
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა – 5 მარტი.
- 9 მარტს პოსტერები აიტვირთება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე და ერთი კვირის განმავლობაში, Facebook მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მოწონებების საშუალებით გამოავლინოს თავისი რჩეული.
- ყალბი გვერდებით დაფიქსირებული მოწონებები არ ჩაითვლება!
- გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2020 წლის 16 მარტს.
P.S. გამარჯვებული პოსტერები რჩება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და კომპანია იტოვებს უფლებას ექსკლუზიურად გამოიყენოს ისინი თავისი შეხედულებისამებრ.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ტელ: 2 510 267.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ელემენტებს. ასევე, არ უნდა იყოს პლაგიატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამუშევარი გამოეთიშება კონკურსს.